ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, მეცნიერებმა მწერის ტვინის პირველი სრული რუკა შექმნეს. რაც მთავარია, ეს მოიცავს ყველა სინაფსურს კავშირს.

"ახლა ჩვენ სანიმუშო ტვინი გვაქვს", — განუცხადა Nature-ს კემბრიჯის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერმა და კვლევის თანაავტორმა მარტა ზლატიჩმა.

ტვინი ეკუთვნის ხილის ბუზსს და შეიცავს ზუსტად 3016 ნეირონს და 548 000 სინაფსს.

მსგავსი მცედელობა მეცნიერებს ადრეც ჰქონიათ, მაგრამ ასეთი დეტალური რუკა აქამდე არ შეუქმნიათ. მეტიც, გამოკვლეული ტვინი ბევრად უფრო ჰგავს ადამიანისას, ვიდრე წინამორბედები.

"აქ არის რეგიონები, რომლებიც შეესაბამება გადაწყვეტილების მიღებას, არის რეგიონები, რომლებიც შეესაბამება სწავლას, გვაქვს რეგიონები, რომლებიც დაკავშირებულია ნავიგაციასთან", — განუცხადა NPR-ს კვლევის თანაავტორმა ჯოშუა ვოგელშტაინმა, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერმა.

კონექტომის შესაქმნელად მკვლევრებმა გამოიყენეს მდედრი ბუზის ტვინი, რომელიც ექვსი საათის იყო. მომდევნო წელიწადნახევრის განმავლობაში ისინი ტვინს ელექტრონული მიკროსკოპის გამოყენებით სწავლობდნენ, ქმნიდნენ ათასობით ვიზუალურ ეფექტს, რომლებიც შემდეგ სინთეზირებული იყო სპეციალიზებული კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით.

მკვლევრებმა სინაფსების რუკის დადგენა სწორედ ამ რთული მუშაობის წყალობით შეძლეს.

"ტვინი არის ფიზიკური ობიექტი, რომელიც გვაქცევს ისეთებად, როგორებიც ვართ და მის სრულად გასაგებად, თქვენ უნდა გქონდეთ მისი რუკა", — ამბობენ კვლევის ავტორები.

ნერვული კავშირების კვლევისას მეცნიერებმა გააცნობიერეს რაღაც მოულოდნელი: ტვინის ორივე, მარცხენა და მარჯვენა მხარეები ერთმანეთის მსგავსი იყო — განსხვავებით ადამიანისგან.

თუმცა, ეს დამაინტრიგებელი აღმოჩენა მხოლოდ აისბერგის მწვერვალია. ტვინის სრულდ შესწავლა დაგვეხმარება გავიგოთ თუ როგორ ვითარდება და განსხვავდება მწერის ტვინის ფუნქციონირება ადამიანისაგან. ეს საბოლოოდ ადამიანის ტვინის შესწავლისთვისაც უმნიშვნელოვანესია.

"თუ თქვენი რადიო გაფუჭდა და თუ ვინმეს ამ რადიოს გაყვანილობის დიაგრამა აქვს, ეს დანადაგარის შესაკეთებლად მნიშვნელოვანია. იგივე შეიძლება ითქვას ტვინზეც", — აღნიშნეს მკვლევრებმა.

ბუნებრივია, ბუზის ტვინი ადამიანისასთან შედარებით პრიმიტიულია. ადამიანის ტვინი დაახლოებით 100 მილიარდ ნეირონს და 100 ტრილიონ სინაფსს შეიცავს. თუმცა, ყველაფერი რაღაცით უნდა დავიწყოთ და შეიძლება ითქვას ბუზის ტვინის შესწვლა ამ მხრივ ნამდვილად საეტაპო მომენტია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.