3 რამ, რასაც აქციებით ვაჭრობისას უნდა დააკვირდე
კონკრეტულ სექტორში ან კომპანიაში ინვესტირების დაწყებამდე რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა გადადგა. ეს ნაბიჯები საჭიროა იმისთვის, რომ შენი ინვესტიცია მომგებიანი იყოს. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი მიდგომა არსებობს, გთავაზობთ 3 საკითხს, რომელსაც ინვესტირების დაწყებამდე უნდა დააკვირდე.
1. შეისწავლე კომპანიის ფინანსური ისტორია
ყველას გვსმენია ისეთი დიდი კომპანიების შესახებ, როგორებიცაა Apple, Amazon, Tesla თუ სხვები და ვიცით რას საქმიანობს თითოეული მათგანი. თუმცა, ცოტამ თუ იცის, როგორია ამ კომპანიების ფინანსური ისტორია — რა ბიუჯეტი აქვთ, როგორია მათი მოგება-ზარალი, რა გეგმა აქვთ მომდევნო წლების ან კვარტლების მიხედვით. სწორედ ეს საკითხები განსაზღვრავს კონკრეტული კომპანიის წარმატებას, ვინაიდან ეს ქმნის მოლოდინებს. საფონდო ბირჟებზე მოლოდინების არსებობა კი ერთ-ერთი ყველაზე მთავარია. მსგავსი მიდგომა არა მხოლოდ კომპანიაზე, არამედ სექტორზე ან ინდუსტრიაზეც ვრცელდება. შეიძლება კომპანია ისე წარმატებით ვერ ფუნქციონირებდეს, როგორც ჩვენ გვინდა, თუმცა, სექტორი იყოს წარმატებული. ანალიზის შემდეგ, შესაძლებელი იქნება სხვა რომელიმე ფირმის შერჩევა და მის აქციებში ინვესტირებაც.
კომპანიის ფინანსური ისტორიის შესახებ ინფორმაციის მოძიება მრავალ ადგილას შეიძლება. ერთ-ერთი მთავარი წყარო, თავად კომპანიების კვარტალური ანგარიშებია. ინფორმაციის მოძიება ასევე შესაძლებელია სხვადასხვა ანალიტიკურ რეპორტში.
2. დააკვირდი საფონდო ბირჟის გრაფიკებს
საფონდო ბირჟის მოძრაობები და მოლოდინების არსებობა ყველაზე კარგად სწორედ საინვესტიციო გრაფიკებსა და რიცხვებზე აისახება. კონკრეტული კომპანიის აქციებში ინვესტირების დაწყებამდე, აუცილებლად უნდა დააკვირდე კომპანიის შედეგებს (performance). ამავდროულად, სწორად უნდა აირჩიო ის ინდიკატორები, რომლებიც გარკვეული პროგნოზების გაკეთებაში დაგეხმარება. ინდიკატორები შეიძლება შეიცვალოს ინდუსტრიის, სექტორის და, ხშირად, კომპანიის გათვალისწინებითაც კი. კონკრეტული ინდიკატორების გამოყენება კი შენს მომგებიანობას გაზრდის.
საფონდო ბირჟის გრაფიკის სწორად წაკითხვას და გამოყენებას ტექნიკური ანალიზი ჰქვია. ტექნიკური ანალიზისთვის საჭირო ინდიკატორები და გრაფიკები შესაძლებელია სხვადასხვა სავაჭრო პლატფორმაზე ნახო, მაგალითად NASDAQ, ასევე საქართველოს ბანკის მობილბანკის აპლიკაციაში.
3. დააკვირდი გლობალურ გარემოს
ტექნიკური ანალიზის გარდა, არსებობს ფუნდამენტური ანალიზი, რომელიც უფრო გლობალურ საკითხებს ეხება, ვიდრე უბრალოდ გრაფიკის წაკითხვაა. ფუნდამენტური ანალიზის დროს უფრო მეტად ექცევა ყურადღება ეკონომიკურ შედეგებს, პოლიტიკურ გარემოს, სხვა ინდუსტრიების გავლენას ჩვენთვის "სასურველ" კომპანიაზე და ა.შ. ვინაიდან მხოლოდ კომპანიის სტრატეგია არ არის საკმარისი, რომ იგი წარმატებულად ჩაითვალოს, მნიშვნელოვანია სხვა ფაქტორების გათვალისწინებაც. მაგალითად, აუცილებლად გასათვალისწინებელია საპროცენტო განაკვეთის ცვლილება, გადასახადების განაკვეთი, სახელმწიფო პოლიტიკა ან სექტორში/ინდუსტრიაში მოქმედი სხვა კომპანიების გავლენა მთლიან სფეროზე. სწორედ ამ ფაქტორების ანალიზით, შესაძლებელია საფონდო ბირჟაზე მომგებიანობის გაზრდა.
აქციებით ვაჭრობა ახლა უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკით არის შესაძლებელი. ესტუმრე მობილბანკს, რომლის საშუალებითაც ისეთი საერთაშორისო კომპანიების ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას შეძლებ, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა. თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები, სადაც გაიგებ მეტს, თუ როგორ ივაჭრო აქციებით.
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
კომენტარები