ამის შესახებ დროას ლიდერი ინფორმაციას ფეისბუქგვერდზე აქვეყნებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ელენე ხოშტარიას თქმით, შუშანა მაცაბერიძეს სტიკერის"თვითნებურად გაკვრის" გამო სახლში 5 ცალი 1 000-ლარიანი საჯარიმო ქვითარი მიუტანეს.

  • მისივე ინფორმაციით, სტიკერები რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ერთი წლის თავზე დაგეგმილ აქციას ეხებოდა.

დეტალები: სტიკერზე, რომლის გამოც, ხოშტარიას თქმით, მაცაბერიძე დააჯარიმეს, საინფორმაციო შინაარსისაა და მასზე აქციის დრო და ადგილია მითითებული.