ამერიკელი მსახიობი ჯესიკა ჩესტეინი, სავარაუდოდ, მალე ჯენიფერ ლოურენსის, მაიკლ ფასბინდერის, სოფია ტერნერისა და სხვა მსახიობების გვერდით X-Men-ის სერიების ახალ ფილმში Dark Phoenix-ში ითამაშებს.

როგორც ფილმის რეჟისორი საიმონ კინბერგი ამბობს, ჯესიკასთან მუშაობა სასიამოვნო და ძალიან საინტერესო იქნება.

"გამიხარდება თუ ჯესიკა ჩვენს გუნდ შემოუერთდება. ჯენიფერ ლოურენსისა და სოფია ტერნერის გვერდით მისი ხილვა დარწმუნებული ვარ ჩემ გარდა ბევრ სხვა ადამიანსაც სურს", ამბობს კინბერგი.

ფილმის გადაღებები მონრეალში რამდენიმე თვეში დაიწყება, მისი გამოსვლის თარიღად კი 2018 წლის ნოემბერი სახელდება.