NGO-ები ღია მმართველობის საპარლამენტო საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფს ტოვებენ
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
რატომ არის მნიშვნელოვანი: ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო 2015 წელს შეიქმნა, საკონსულტაციო ჯგუფი კი ადგილობრივი არასამთავრობო, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციებით იყო დაკომპლექტებული.
- NGO-ების განცხადებით, წლების განმავლობაში დეპუტატებთან და პარლამენტის აპარატთან ერთად დონორი ორგანიზაციების დახმარებით, მუშაობდნენ და მხარს უჭერდნენ რეფომრებს, რომლებიც საკანონმდებლო ცვლილებებს და პრაქტიკულ სამუშაოებს მოიცავდა.
- აღნიშნავენ რეფომები სხვადასხვა მიმართულებით — საპარლამენტო ღიაობის, გამჭვირვალობის, მოქალაქეთა ჩართულობის და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით განხორციელდა.
- "რამაც ხელი შეუწყო საპარლამენტო საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მეტ ღიაობას, ინკლუზიური გარემოს შექმნას, საკანონმდებლო პროცესში მოქალაქეების ჩართულობას".
- გარდა ამისა, დონორი ორგანიზაციების დახმარებით შეიქმნა პარლამენტის ვებგვერდი, პარლამენტის შენობის ინფრასტრუქტურა გახდა შშმ პირებზე ადაპტირებული, პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა სხვადასხვა ინფორმაცია, მათ შორის ლობისტების რეესტრი, სტატისტიკური მონაცემები.
- ამასთან, დაინერგა საპარლამენტო პეტიციების პლატფორმა, შეიქმნა და ტექნიკით აღიჭურვა მოქალაქეთა მისაღები, შეიქმნა პარლამენტის მობილური აპლიკაცია და სხვა.
დეტალები: ორგანიზაციების თქმით, ამ რეფორმების წყალობით, ღია მმართველობის პარტნიორობის თანამეგობრობაში საქართველო წლების განმავლობაში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა და წარმატებული თანამშრომლობის მაგალითი იყო.
- აღნიშნავენ, რომ ამ ხნის მანძილზე მოუწიათ სამი მოწვევის პარლამენტარებთან მუშაობა, პროცესი იყო თანამშრომლობით და მასში როგორც უმრავლესობა, ასევე, ოპოზიცია მონაწილეობდა.
- თუმცა, მაშინ, როდესაც სამოქალაქო ორგანიზაციები საპარლამენტო უმრავლესობასთან თანამშრომლობენ, მხარს უჭერენ და ფინანსურ დახმარებას უწევევნ რეფორმებში, მათ "უცხოური გავლენის აგენტების შესახებ" კანონი დააინიცირეს.
- ხაზს უსვამენ, რომ ამ კანონის მიზანი საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სტიგმატიზება და საზოგადოებაში დისკრედიტირება, კონტროლი, საბოლოო ჯამში კი საქმიანობის შეზღუდვა და გაუქმება იყო.
ორგანიზაციების განცხადებაში საუბარია კანონთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკაზე და იმაზე, რომ ამის მიუხედავად პარლამენტმა მას მხარი პირველი მოსმენით მაინც დაუჭირა.
- "მართალია, კანონპროექტის წინააღმდეგ მიმართული რამდენიმედღიანი სახალხო პროტესტის საპასუხოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი უკან გაიწვია, მაგრამ მათ ნათლად დაადასტურეს რომ ისინი რჩებიან რუსული კანონპროექტის პრინციპების ერთგულნი და, სამომავლოდ უფრო აქტიურად გააგრძელებენ საზოგადოებრივი საინფორმაციო კამპანიას კანონპროექტის მხარდასაჭერად".
- "ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფში შემავალი ორგანიზაციები ვეღარ ვხედავთ საპარლამენტო უმრავლესობასთან ამ ფორმატში თანამშრომლობის პერსპექტივას და ვაჩერებთ წევრობას საკონსულტაციო ჯგუფში", — ნათქვამია განცხადებაში.
- ხელმომწერები არიან საკონსულტაციო ჯგუფის წევრი ორგანიზაციები: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) — საკონსულტაციო ჯგუფის თავმჯდომარე; საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო;
- ასევე, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია).
-
გადახედვაპრეზიდენტი: პროვოკაციისა და დაძაბვის დრო არაა, დღეს არ მთავრდება ეს პროტესტი! პრეზიდენტი: პროვოკაციისა და დაძაბვის დრო არაა, დღეს არ მთავრდება ეს პროტესტი!
-
გადახედვაკანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს კანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს
-
-
გადახედვავაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე ვაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე
-
გადახედვააქციის მონაწილეები, მშვიდობიანი მსვლელობით, მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან — რა არის გეგმა აქციის მონაწილეები, მშვიდობიანი მსვლელობით, მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან — რა არის გეგმა
-
გადახედვაპრეზიდენტი: ერთ მხარეს ქართველი ხალხია, მეორე მხარეს კი — 83 დეპუტატი, რომელმაც ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცა ხმა პრეზიდენტი: ერთ მხარეს ქართველი ხალხია, მეორე მხარეს კი — 83 დეპუტატი, რომელმაც ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცა ხმა
-
გადახედვაამაღლობელი: ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, არ ავყვეთ ამაღლობელი: ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, არ ავყვეთ
-
-
გადახედვაბათუმი აპროტესტებს რუსულ კანონს, ევროპის მოედანზე ევროკავშირის დროშა გაშალეს ბათუმი აპროტესტებს რუსულ კანონს, ევროპის მოედანზე ევროკავშირის დროშა გაშალეს
-
გადახედვაღოღობერიძე: ძალიან ძლიერები ვართ, როდესაც ვართ ერთად და გვიხარია! ასე მხიარულად, ყიჟინით, შეძახილებით შევაბიჯებთ ევროპაში! ღოღობერიძე: ძალიან ძლიერები ვართ, როდესაც ვართ ერთად და გვიხარია! ასე მხიარულად, ყიჟინით, შეძახილებით შევაბიჯებთ ევროპაში!
-
გადახედვაიოზვიაკი: საქართველოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, დღეს, შესაძლოა, ევროკავშირის სამიტზე იმსჯელონ იოზვიაკი: საქართველოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, დღეს, შესაძლოა, ევროკავშირის სამიტზე იმსჯელონ
-
გადახედვახალხის რაოდენობის გამო, პარლამენტთან რუსთაველის გამზირი გადაიკეტა ხალხის რაოდენობის გამო, პარლამენტთან რუსთაველის გამზირი გადაიკეტა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი თვითონ არის უცხოური გავლენის აგენტი — კობახიძე პრეზიდენტზე სალომე ზურაბიშვილი თვითონ არის უცხოური გავლენის აგენტი — კობახიძე პრეზიდენტზე
-
გადახედვაპუტინის პრესმდივნის მორიგი ღია მხარდაჭერა საქართველოს მთავრობას: "ამ კანონპროექტს არ უნდა ეწოდოს რუსული" პუტინის პრესმდივნის მორიგი ღია მხარდაჭერა საქართველოს მთავრობას: "ამ კანონპროექტს არ უნდა ეწოდოს რუსული"
-
გადახედვასახალხო დამცველი 16-17 აპრილის აქციის მონიტორინგის პირველადი შედეგების შესახებ დოკუმენტს აქვეყნებს სახალხო დამცველი 16-17 აპრილის აქციის მონიტორინგის პირველადი შედეგების შესახებ დოკუმენტს აქვეყნებს
-
გადახედვაევროკავშირის მაღალჩინოსნები, რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებენ ევროკავშირის მაღალჩინოსნები, რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაარა, დრო რუსეთის მხარეს არაა — ჯოზეფ ბორელის ბლოგი არა, დრო რუსეთის მხარეს არაა — ჯოზეფ ბორელის ბლოგი
-
გადახედვა3 ადამიანია დაჭრილი სროლის შედეგად თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე — მედია 3 ადამიანია დაჭრილი სროლის შედეგად თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე — მედია
-
გადახედვაპრეზიდენტისა და ელჩების შეხვედრა დასრულდა — რაზე ისაუბრეს პრეზიდენტისა და ელჩების შეხვედრა დასრულდა — რაზე ისაუბრეს
-
-
გადახედვაგოცირიძე: ამ წუთას, ოცნებამ შემოიტანა კანონპროექტი, რომ ივანიშვილმა შეძლოს ოფშორებში გადამალული ქონების დაუბეგრავად შემოტანა გოცირიძე: ამ წუთას, ოცნებამ შემოიტანა კანონპროექტი, რომ ივანიშვილმა შეძლოს ოფშორებში გადამალული ქონების დაუბეგრავად შემოტანა
კომენტარები