9 მარტს, გამთენიისას, რუსეთმა მთელი უკრაინის მასშტაბით მასობრივი სარაკეტო შეტევა განახორციელა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ბოლო თვეების განმავლობაში, ეს უკრაინაზე ყველაზე მასშტაბური სარაკეტო თავდასხმაა.

  • შემთხვევის შედეგად სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 7.
  • თავდასხმების სამიზნე უკრაინის კრიტიკული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები იყო.

დეტალები: რუსეთის მასობრივი თავდასხმის შედეგად, კიევის მაცხოვრებლების 40% გათბობის და ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

  • ბოლო თავდასხმები განხორციელდა კიევში, ლვოვში, მიკოლაევში, ოდესაში, ჟიტომირში, ივანო-ფრანკვვსკში, ზაპორიჟჟიაში, ვინიცაში, კიროვოჰრადში, დნიპროპეტროვსკისა და ხარკოვის ოლქებში.
  • "ეს იყო რთული ღამე", — განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.