ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

რატომ არის მნიშვნელოვანი: მზარდი საზოგადოებრივი პროტესტის და დემონსტრანტებსა და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის ფონზე, ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ კანონპროექტს გაიწვევს.

  • ქართული ოცნებიდან ფორმალურად გამიჯნული დეპუტატების მიერ ინიციირებული კანონპროექტის განხილვა პარლამენტში მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობდა.

დეტალები: პარლამენტის განცხადებით, რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების პროტესტის შედეგად ზიანი მიადგა პარლამენტის შენობას და ინფრასტრუქტურას.

  • "ინფრასტრუქტურის დაზიანების და შენობაში მყოფი პირების ჯანმრთელობისთვის მოსალოდნელი რისკების თავიდან აცილების მიზნით, მიმდინარე კვირას პლენარული სხდომები არ გაიმართება", — ნათქვამია განცხადებაში.
  • ასევე, პარლამენტის ტერიტორიაზე ამოქმედდა შეზღუდული დაშვება, შედეგად, შენობაში დაიშვებიან აპარატის მხოლოდ ის თანამშრომლები, რომლებმაც მონაწილეობა უნდა მიიღონ ზიანის აღწერასა და აღდგენაში.