რატომ არის მნიშვნელოვანი: სამართალდამცველები სათითაოდ მისდევენ დემონსტრანტებს, სცემენ და აკავებენ.

  • მანამდე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები არაერთხელ დაარბიეს წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით, რის გამოც ათობით ადამიანი დაშავდა.
  • რამდენიმე წუთის წინ სპეცრაზმი წინ დაიძრა, მოქალაქეების მიერ აწყობილი ბარიკადები მოხსნა და ფიზიკურ ძალადობაზე გადავიდა.

დეტალები: პოლიციელებმა სცემეს ფორმულას ჟურნალისტებსა და ოპერატორს.

  • "გვეგონა, რომ ჩვენც გვაკავებდნენ. საკმაოდ აგრესიულები იყვნენ, რამდენიმე მუშტი მეც ჩამარტყეს და ოპერატორსაც ჩაარტყეს. გვაქვს კადრებიც გადაღებული, როგორ უსწორდებიან მოქალაქეს ფიზიკურად", — ამბობს ჟურნალისტი, გიორგი კვიჟინაძე.
  • სამართალდამცველებმა დაარტყეს პუბლიკას ჟურნალისტებს, ბასტი მგალობლიშვილსა და ალექსანდრე ქეშელაშვილს.
  • ისინი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეების დაკავების პროცესს იღებდნენ. კადრებში ისმის – "ჟურნალისტები მოაშორეთ".

რობოკოპები დაუპირისპირდნენ მთავარი არხის გადამღებ ჯგუფსაც.

  • აქტივისტებს, რომლებიც თავს შენობებს აფარებენ, პოლიციელები მიჰყვებიან და იქვე აკავებენ.