მაღლაფერიძის გადაწყვეტილებით, შალვა რამიშვილი GPB-სთვის გადაცემის პილოტს მაინც ჩაწერს
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის გადაწყვეტილებით, შალვა რამიშვილი, რომელიც გადაცემების კონკურსის მესამე ეტაპზე ვერ გადავიდა, გადაცემის პილოტს მაინც ჩაწერს. რეკომენდაციით დირექტორს გადაცემების შესარჩევმა კომისიამ მიმართა. ამის შესახებ On.ge-ს საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა, ია ანთაძემ და გადაცემების შესარჩევი კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, დავით ბუხრიკიძემ განუცხადეს.
ია ანთაძე ამბობს, რომ რამიშვილის გადაცემის გარდა კიდევ ორ გადაცემაზე გასცა გადაცემების შესარჩევმა კომისიამ რეკომენდაცია.
"საკონკურსო კომისიამ გადაწყვიტა, რომ დირექტორისთვის მიეცა რეკომენდაცია. თუ დირექტორი გამოყოფდა რესურს, მიეცათ ამ ჯგუფებისთვის საშუალება პილოტი მოემზადებინათ, რის შემდეგაც კომისია გადაწყვეტდა გასცემდნენ თუ არა რეკომენდაციას გადაცემები ყოფილიყო ეთერში," - ამბობს ია ანთაძე.
დავით ბუხრიკიძე ამბობს, რომ შალვა რამიშვილს რეკომენდაცია მან და კომისიის კიდევ რამდენიმე წევრმა არ მისცეს. თუმცა, კიდევ ვინ იზიარებდა მის მოსაზრებას არ ამხელს.
"პროექტი იყო საინტერესო, მაგრამ, რადგან ის დაკავშირებულია შალვა რამიშვილის პერსონასთან, რომელიც აფილირებული ხელისუფლებასთან და პერსონალური მიუღებლობის ფაქტორებთან, ამის გამო მეც და კომისიის რამდენიმე წევრმაც გადავწყვიტეთ არ მიგვეცა ხმა, მაგრამ საბოლოოდ ისე გამოვიდა, რეკომენდაცია მაინც მისცეს. არხის ხელმძღვანელობას რომ არ მიეცა მწვანე, არც მოხვდებოდა," - ამბობს ბუხრიკიძე.
შალვა რამიშვილი წლების განმავლობაში ტელეკომპანიებში მაესტროში, იმედსა და მეცხრე არხში საავტორო გადაცემის წამყვანი იყო. გარდა ამისა, სხვადასხვა დროს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დროს გიორგი მარგველაშვილის PR სამსახურში მუშაობდა და ჰქონდა ტელევიზია (202). ის რამდენიმე წლის განმავლობაში ქრთამის აღების ბრალდებით იყო დაკავებული.
საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ხუთ თემატიკაზე ცხრა გადაცემის შესარჩევად კონკურსი მიმდინარე წლის აპრილის დასაწყისში გამოაცხადა. კონკურსში 153 განაცხადი შევიდა, საიდანაც მესამე ტურში მხოლოდ 15 პროექტი გადავიდა. გადაცემებს შორის არ მოხვდა შალვა რამიშვილის პროექტიც.
პროგრამებს სპეციალური კომისია არჩევს, რომელიც დაკომპლექტებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებითა და მიწვეული ექსპერტებით.
კომისიის შემადგენლობაში შედიან:
- დრამატურგი - თამარ ბართაია;
- სოციოლოგი - იაგო კაჭკაჭიშვილი;
- მედიაკრიტიკოსი - დავით ბუხრიკიძე;
- სცენარისტი, რეჟისორი - სოფო ბაბლუანი;
- წარმოებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის ბლოკის დირექტორი - თეო მაზმიშვილი;
- სატელევიზიო არხების ხელმძღვანელი - რუსუდან მანჯგალაძე;
- დოკუმენტური ფილმების სტუდიის ხელმძღვანელი - კოტე ჯანდიერი;
- წარმოების დეპარტამენტის უფროსი - თემურ გოგოლაძე;
- ვიზუალური გაფორმების სამსახურის უფროსი - კახაბერ ბუხრაშვილი;
- კვლევისა და ანალიტიკის სამსახურის სოციოლოგი - რუსუდან ახვლედიანი;
- ონლაინ მედია ხელმძღვანელი - თამარ კაციტაძე.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები