გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ახალი ვიდეორგოლი გადაიღო, რომელშიც მთავარი გზავნილი გენდერული თანასწორობის ხელშეწყობასა და სპორტის დახმარებით ქალთა გაძლიერებას ეხმაურება.

ქართული ენა სქესს არ ასხვავებს, რატომ ასხვავებ შენ?

ვიდეორგოლის იდეის ერთ-ერთი წყარო აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ ქართულ ენაში სქესი არ არსებობს. სწორედ აქედან გაჩნდა მთავარი შეტყობინებაც, რომელიც თანასწორობისკენაა მიმართული.

ქალებს სპორტში არანაკლები მიღწევები აქვთ, თუმცა როდესაც საუბარი ძლიერ, სწრაფ და შეუპოვარ სპორტსმენზე იწყება, ადამიანების უმეტესობა ფიქრობს, რომ ის კაცია. ვიდეორგოლი ამ სტერეოტიპებს ამსხვრევს და აჩვენებს, რომ ის, ვინც დღეს გაიმარჯვებს, ქალია.