Penguin Random House-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შემდეგ წელს წიგნების მაღაზიაში ნეტფლიქსის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პოპულარული სერიალი შავი სარკე გამოჩნდება.

"სერიალის თითოეული ეპიზოდი სცენარისტების და მთელი შემოქმედებითი ჯგუფის დიდი შრომის შედეგია. ჩვენ ვხედავთ როგორი დამოკიდებული გახდა ადამიანი ტექნოლოგიებზე და რომ სმარტფონებმა ყველაფერი ჩაანაცვლეს. სწორედ ამიტომ, საინტერესო იქნება შავი სარკე ტელეეკრანიდან წიგნის ფურცლებზე გადმოვიდეს", ამბობს პროექტის ერთ-ერთი ავტორი.

Black Mirror ბრიტანული სამეცნიერო ფანტასტიკური ტელესერიალია. შოუში ნაჩვენებია თანამედროვე საზოგადოება, განსაკუთრებით კი მასზე ტექნოლოგიების ზემოქმედების შედეგი. ყოველი ეპიზოდი ცალკე ფილმია, რომლის მოქმედება ძირითადად ახლო მომავალში მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ შოუს ყოველ ეპიზოდში მსახიობების განსხვავებული შემადგენლობა თამაშობს და მოქმედების ადგილიც განსხვავებულია. თუმცა, საბოლოო ჯამში, ყველა სერია ჩვენს ცხოვრებაზეა მორგებული, იმაზე თუ როგორ ვცხოვრობთ ახლა, ან იმაზე, თუ რა შეიძლება მოხდეს ათი წუთის შემდეგ.