სალომე სამადაშვილი

7 Mar. 2023, 12:08

თქვენ რასაც დღეს აკეთებთ, არის საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედება, ამიტომ გიწევთ ამ უსაფრთხოების ზომების გატარება. ამ წუთში, როდესაც სამარცხვინო კანონის განხილვა მიმდინარეობს უმრავლესობის მხარდაჭერით, თქვენ ხართ უმცირესობაში, ამ საზოგადოებაში. ამიტომ გიწევთ ძალადობით ამ კანონის გათრევა პარლამენტში. თქვენს ადგილზე დავფიქრდებოდი, იმიტომ, რომ არ ვიცი აღმოსავლურ ორთაბრძოლებში თუ ერკვევით, მაგრამ არსებობს ასეთი, აიკიდო ჰქვია და რაც უფრო სწრაფად გამოექანება მოწინააღმდეგე, მით უფრო, მარტივი ილეთით დაენარცხება ძალიან მწარედ და თქვენა ახლა მაგ მდგომარეობაში ხართ. გამოქანების პროცესში ხართ და ვაკვირდებით, როდის დაენარცხებით ძალიან მწარედ მიწაზე. 

მე არ ვიცი აქ რომ ხალხი დადის, ვინ არიან რომ დადიან ფორმის გარეშე, დაკუნთული ადამიანები, მაგრამ თქვენ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, აქ მოვედი რომ გკითხოთ, მიგაჩნიათ თუ არა, რომ ამ ქვეყნისთვის რამე საფრთხეს წარმოადგენს მაისური, რომელიც მაცვია, ან გუშინ რომელიც მეცვა, ან ხვალ რომელსაც ჩავიცვამ, ილია ჭავჭავაძის სურათი რომ აქვს ზედ, ან იმ ადამიანების, ვინც 1937 წელს დახვრიტეს. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "სამწუხაროდ, ეს არ ეხება საქართველოსა და მოლდოვას" — პესკოვი რუსეთის "განვითარებულ ორმხრივ ურთიერთობებზე"
  2. საქართველოში, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, დიდი ოდენობით თანხას არიცხვინებდნენ — რა საქმე გახსნა პროკურატურამ
  3. რა აჩუქა მამამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს და რა მოხდებოდა კეთილსინდისიერების შემოწმების შემთხვევაში
  4. "ქალბატონო სალომე, ნუ დაგვიმახინჯებთ ისტორიას, უპირობოდ უნდა გაათავისუფლოთ სააკაშვილი" — სოფო ჯაფარიძე
  5. კადიროვის 18 წლის შვილმა გასცა დავალება, "გაანათლონ" ადამიანები, ვინც ინტერნეტში ჩეჩნეთის ტრადიციებს შეურაცხყოფენ

გირჩევთ

ახლა კითხულობენ