ვაგნერის კერძო არმიის მეთაური, პრიგოჟინი აცხადებს, რომ მოსკოვიდან საჭირო საბრძოლო მასალას ვერ იღებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ვაგნერის დაქირავებული ჯგუფი, რომელიც ძირითადად რუსი პატიმრებითაა დაკომპლექტებული, რუსეთის მთავარი საყრდენი ძალაა ბახმუტის წინააღმდეგ ბრძოლაში.

  • ოკუპანტები ქალაქი აღებას თვეების განმავლობაში ცდილობენ, მათ შორის დიდი ადამიანური დანაკარგის ფასად.
  • გასულ კვირას პრიგოჟინმა განაცხადა, რომ ქალაქი ფაქტობრივად ალყა შემორტყმულია და უკრაინის პრეზიდენტს ურჩია, ტერიტორიიდან ჯარი გაეყვანა.

დეტალები: ევგენი პრიგოჟინის შეფასებით, საბრძოლო მასალის არ მიწოდება შესაძლოა იყოს "ჩვეულებრივი ბიუროკრატია ან ღალატი".

  • კვირას გამოქვეყნებულ პოსტში პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ დოკუმენტებს ხელი 22 თებერვალს მოეწერა, ხოლო საბრძოლო მასალა რუსეთიდან მეორე დღეს უნდა გაგზავნილიყო.
  • ის, რომ საბრძოლო იარაღმა დანიშნულების ადგილს ვერ მიაღწია, ვაგნერის დაჯგუფებაში მიზანმიმართულად მიაჩნიათ.
  • მეთაური ამტკიცებს, რომ პირადად მისწერა რუსეთის "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" უფროსს, არმიის გენერალ ვალერი გერასიმოვს, "სასწრაფო აუცილებლობის შესახებ, რომ გადაეცეს საბრძოლო მასალა".
  • პრიგოჟინი ასევე სწუხს, რომ მის დაჯგუფებაში მღელვარებაა, რადგან მეომრებს ეშინიათ, რუსეთის მარცხის შემთხვევაში განტევების ვაცები არ აღმოჩნდნენ.
  • შაბათის ვიდეოში ვაგნერის ხელმძღვანელმა ივარაუდა, რომ რუსეთის ფრონტის ხაზი მისი ჯარის გარეშე ჩამოიშლება.