დემნა

5 Mar. 2023, 16:55

ექვსი წლის ვიყავი, ჩემმა მშობლებმა რომ ნება დამრთეს, მეზობელი მკერავისთვის შარვალი შემეკერვინებინა. დიზაინი თავად შევქმენი, ქსოვილიც ავარჩიე და მკერავთან მოსაზომად ორჯერაც მივედი. ასე დაიწყო ჩემი სიყვარული სამოსისადმი — რამაც მოგვიანებით განსაზღვრა ჩემი ურთიერთობა ტანსაცმელთან და მომანდომა, დიზაინერი გავმხდარიყავი.

მოდა ერთგვარ გასართობად იქცა და ეს ნაწილი ხშირად ჩრდილავს მის არსს, რომელიც მდგომარეობს ფორმებსა და ზომებში, სილუეტებში, სხეულსა და ქსოვილს შორის ურთიერთობის ჩამოყალიბებაში, სამხრეებისა და სამკლავურების შექმნასა და კიდევ იმაში, როგორ გვცვლის სამოსი ჩვენ.

ბოლო თვეების განმავლობაში მოდისადმი ჩემი სიყვარულის დაცვა დამჭირდა და ეს განუზრახველად შევძელი სამოსის შექმნის პროცესით. ამით კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რამხელა ძალა აქვს მას, რომ გამაბედნიეროს და საკუთარი თავის გამოხატვის საშუალება მომცეს. სწორედ ამიტომ, მოდა ჩემთვის გართობა კი აღარაა, არამედ — სამოსის შექმნის ხელოვნება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. კროსვორდი: გამოიცანი სპორტის სახეობა სპორტსმენით
  2. ქვიზი: გამოიცანი შემსრულებელი სიმღერის სახელით
  3. მოისმინეთ: Nini Iris-მა ახალი სიმღერა გამოუშვა
  4. ეს ქვიზი გეტყვის, რომელი ბიზნესკურსი უნდა გაიარო
  5. ქართული ფილმი "იქ, სადაც სახლია" ამერიკული კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პრეზიდენტი: ერთ მხარეს ქართველი ხალხია, მეორე მხარეს კი — 83 დეპუტატი, რომელმაც ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცა ხმა

რუსეთის კანონის მიღების წინააღმდეგ ღირსეული პროტესტის მესამე ღამე! ერთ მხარეს ქართველი ხალხია, მეორე მხარეს კი —…