კერძო რუსული სამხედრო დაჯგუფების, ვაგნერის ხელმძღვანელის ცნობით, ქალაქი ბახმუტი მთლიანად ალყა შემორტყმულია და უკრაინული ჯარებისთვის მხოლოდ ერთი გზა არის ღია.

რატომ არის მნიშვნელოვანი: რუსები ბახმუტის ასაღებად თვეების განმავლობაში თავგამოდებით იბრძვიან.

  • უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთს ბახმუტში დიდი ადამიანური დანაკარგი აქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველა ფასად ცდილობს ტერიტორიის დაკავებას, ხოლო უკრაინა აპირებს იქამდე იბრძოლოს, სანამ ამ ბრძოლას აზრი ექნება.
  • ბახმუტის დასავლეთით ტერიტორია გამაგრებულია, ამიტომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ქალაქიდან უკან დახევის შემთხვევაშიც კი, რუსული ძალები წინსვლას სწრაფად ვერ შეძლებენ.

დეტალები: პრიგოჟინმა უკრაინის პრეზიდენტს მოუწოდა, ბახმუტიდან ჯარები გაიყვანოს.

  • "[უკრაინელი ჯარისკაცები] იბრძვიან, მაგრამ ბახმუტთან მათი სიცოცხლე ხანმოკლე იქნება — ერთი-ორი დღე. მიეცით მათ ქალაქიდან გასვლის საშუალება. ქალაქი ფაქტობრივად გარშემორტყმულია".
  • Reuters-ის ჟურნალისტების განცხადებით, ქალაქის დასავლეთით დაინახეს, რომ უკრაინელები თავდაცვითი პოზიციებისთვის თხრილებს ამზადებენ.
  • ზელენსკის მრჩეველმა განაცხადა, რომ უკრაინელ სამხედროებს შეუძლიათ "სტრატეგიული უკანდახევა" ბახმუტიდან დონეცკის ოლქში, რომლისთვისაც ბრძოლა თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა.
  • "საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი სამხედროები სტრატეგიულად დაიხევენ უკან, რადგან ჩვენ არ ვაპირებთ მთელი ჩვენი ხალხის ასე მსხვერპლად გაღებას", — თქვა როდნიანსკიმ.