თბილისში Founder Institute Georgia-ს დემო დღე გაიმართა. Founder Institute Georgia-ს აქსელერაციის პროგრემა პირველმა 8 სტარტაპმა დაასრულა. Founder Institute Georgia-ს აქსელერაციის პროგრემა 8 სტარტაპმა დაასრულა. Founder Institute Georgia-ს აქსელერაციის პროგრამა მონაწილეების პირველმა ნაკადმა დაასრულა. დასრულების ცერემონია თბილისში 1 მარტს გაიმართა.

14-კვირიანი ინტენსიური პროგრამის შემდეგ, 8 დამფუძნებელმა სტარტაპები წარმოადგინა და დამსწრეებს მიღწეული პროგრესი გაუზიარა. გთავაზობთ ღინისძიებაზე გამოსული სტარტაპებისა და მათი დამფუძნებლების ჩამონათვალს:

  • დიმიტრი როინიშვილი, StudyDrome-ის დამფუძნებელი. დიმიტრიმ წარადგინა ExamJet, სტუდენტთა ტესტირების სისტემა უნივერსიტეტების, კოლეჯებისა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის.
  • გიორგი ურუშაძე, tasteit-ის დამფუძნებელი. tasteit ინოვაციური პლატფორმაა, რომელსაც გაცნობის აპლიკაციების მუშაობაში სიახლე შემოაქვს: ადამიანების დასაკავშირებელ მედიუმად საკვებს იყენებს.
  • ლაშა კვარაცხელია, Seaty-ის დამფუძნებელი. Seaty აპლიკაციაა, რომელიც მომხმარებლებს თავიანთი შემდეგი გასტრონომიული დანიშნულების ადგილის პოვნაში ეხმარება.
  • გიორგი ვადაჭკორია, Forma Healthy-ის დამფუძნებელი. Forma Healthy მომხმარებელს მათზე ინდივიდუალურად მორგებულ კვების რაციონს სთავაზობს.
  • თამარ ბობოხიძე, Alerta Georgia-ის დამფუძნებელი. სტარტაპი მუშაობს ისეთი SOS ღილაკის შექმნაზე, რომლის შენიღბულად ტარება აქსესუარის სახით შეიძლება და რომელზე დაჭერის შემთხვევაშიც, შეტყობინება პოლიციას გაეგზავნება.
  • შორენა ლაბაძე, Do Now-ის დამფუძნებელი. ეს არის პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს კარიერასთან და პროფესიასთან დაკავშირებულ, ასევე პერსონალური განვითარების კონსულტაციებს, ტრენინგ და ნეთვორქინგ სესიებს სთავაზობს.
  • დავით გურჩიანი, Hey Stay!-ის დამფუძნებელი. პლატფორმა ბიუჯეტურ სასტუმროებს ეხმარება, გაზარდონ დატვირთულობის მაჩვენებელი.
  • მირანდა ნამიჭეიშვილი, Virtual Story-ის დამფუძნებელი. ეს არის სტარტაპი, რომელიც წიგნებისა და ვიდეოთამაშების ჰიბრიდებს ქმნის, რათა კითხვა უფრო ინტერაქტიური და მიმზიდველი გახადონ.

ღონისძიებას დაესწრნენ ანგელოზი ინვესტორები, ვენჩურული კაპიტალის ფონდების წარმომადგენლები და განვითარების საწყის ეტაპზე მყოფი ტექნოლოგიური სტარტაპების დაფინანსებით დაინტერესებული სხვა ინვესტორები.

პროგრამის დასრულება ხანგრძლივი მოგზაურობის მხოლოდ დასაწყისია. Founder Institute-ის კურსდამთავრებულები იღებენ წვდომას კიდევ უფრო რთულ აქსელერაციის პროგრამებზე, ასევე მხარდაჭერას სილიკონ ველის გუნდისგან, ფასდაკლებებსა და სპეციალურ შეთავაზებებს პარტნიორებისგან და სხვა უამრავ შესაძლებლობას შემდეგ წლებში თავიანთი ბიზნესების კიდევ უფრო განსავითარებლად.

"Founder Institute-ის პროგრამაში მოხვედრა რთულია და სწავლა — ინტენსიური. დამფუძნებლების მხოლოდ, დაახლოებით, 40% ასრულებს პროგრამას წარმატებით და მოუთმენლად ველი მათ შემდეგ ნაბიჯებს: ინვესტიციების მოზიდვას, მორიგ წარმატებებსა და გზის გაგრძელებას Founder Lab-ში, ჩვენს კიდევ უფრო რთულ აქსელერაციის პროგრამაში, ან ჩვენს რომელიმე მსოფლიო კლასის აქსელერატორში, როგორებიცაა 500, YC, ან Techstars", — თქვა ჰაიკ ასრიანცმა, საქართველოში Founder Institute-ის წარმომადგენლობის დირექტორმა.

Founder Institute მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქსელია, რომელიც იდეებს აქცევს სტარტაპებად და სტარტაპებს — გლობალურ ბიზნესებად. 2009 წლის შემდეგ, ინსტიტუტის სტრუქტურირებული აქსელერაციის პროგრამები 6,000-ზე მეტ მეწარმეს დაეხმარა, ჯამურად 1.75 მილიარდი დოლარი მოეზიდათ. Founder Institute სილიკონ ველიში მდებარეობს და წარმომადგენლობა 95 ქვეყანაში აქვს. Მისი მისიაა, დაეხმაროს ნიჭიერ და მოტოვირებულ ადამიანებს მსოფლიოს მასშტაბით გავლენიანი ტექნოლოგიური კომპანიების შექმნაში.