ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: უწყების ცნობით, ბრალდებულმა ლაგოდეხში, სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე ავტომანქანა დააზიანა, საიდანაც სხვადასხვა ნივთი და ფული მოიპარა.

  • ბრალდებული წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირია.

დეტალები: გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის დ ქვეპუნქტითა და 187-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, რაც გულისხმობს ქურდობას და სხვისი ნივთის დაზიანებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

  • დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.