აშშ-ში შვილი მამის თირკმლის დონორი საიდუმლოდ გახდა, რადგან მამა წინააღმდეგი იყო
25 წლის გოგო მამის თირკმლის დონორი ისე გახდა, რომ კაცმა ამის შესახებ არაფერი იცოდა. ჯონ ივანოვსკის 2 წლის წინ ნეფროპათიის დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც თირკმლების ფუნქციონირების ნელ-ნელა შეჩერებას იწვევს. ჯონი წინააღმდეგი იყო, რომ შვილი მისი დონორი გამხდარიყო, ამიტომ 25 წლის დელეინს მამის მოტყუება მოუწია.
მამის წინააღმდეგობის მიუხედავად, დელეინი 9 თვის განმავლობაში საიდუმლოდ ინახავდა იმ ფაქტს, რომ დონორობაზე დათანხმდა. ამ პერიოდის განმავლობაში, შვილმა სხვადასხვა ტესტი და გამოკვლევა ჩაიტარა, რათა დონორობისთვის მომზადებულიყო და ბოლოს მამას თირკმელი მისგან ფარულად გადაუნერგა.
"თავიდანვე გადავწყვიტე ამის გაკეთება. არ მაინტერესებდა, ის ჩემზე გაბრაზდებოდა, თუ არა. ყოველ შემთხვევაში, ამის შემდეგ მამა ჯანმრთელად იცხოვრებს და აპარატზე შეერთებაც აღარ დასჭირდება", — განაცხადა დელეინმა.
მამამ ოპერაციის შემდეგ გაიგო, რომ თირკმლის"საიდუმლო" დონორი მისი შვილი ყოფილა. ამ მომენტის ვიდეო ტიკტოკზე ვირუსულად გავრცელდა და ათასობით ადამიანმა ჯონსა და მის შვილს მხარდაჭერა გამოუცხადა.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, მამა შვილის დონორობის წინააღმდეგი იმიტომ იყო, რომ მის შემდგომ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ღელავდა. ახლა დეილინი ჯოს ერთადერთი შვილია,რადგან მისი მეორე შვილი 15 წლის წინ კიბოთი გარდაიცვალა. საბედნიეროდ, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ახლა მამა-შვილი თავს კარგად გრძნობს.
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
კომენტარები