ყველამ ვიცით, რომ ფრინველებს ფრთების გარეშე ფრენა არ შეუძლიათ. ფრთების სტრუქტურებს პროპატაგიუმი ეწოდება და სწორედ ასე დაფრინავენ ისინი. მიუხედავად ამისა, ამ სტრუქტურის ევოლუციური წარმოშობა დიდი ხნის განმავლობაში გაუგებარი იყო.

ახლა, როგორც ჩანს, ტოკიოს უნივერსიტეტის მკვლევრებმა ეს პრობლემა გადაჭრეს. საუბარია დინოზავრების პროპატაგიუმზე, საიდანაც ფრთები უნდა წარმოშობილიყო.

პროპატაგიუმის ადრეული ვერსია

ცნობილია, რომ დინოზავრების გარკვეულმა სახეობებმა, რომლებიც მილიონობით წლის წინ ცხოვრობდნენ, საფუძველი დაუდეს ამჟამინდელ ფრინველებს. შესაბამისად, ფრინველების ზოგიერთი გამორჩეული მახასიათებლის ასახსნელად, როგორიცაა ბუმბული და ძვლის სტრუქტურა, ექსპერტები დინოზავრების კვლევას მიმართავენ.

დინოზავრებს (თეროპოდებს), მათ შორის ტირანოზავრ რექსს და ველოცირაპტორს, ფრთების ნაცვლად კიდურები ჰქონდათ. მეცნირებს სურდათ გაეგოთ, როგორ განვითარდა თანამედროვე ფრინველის ფრთები კიდურებიდან. ამისთვის მათ დინოზავრებში პროპატაგიუმის ადრეული ვერსიის მტკიცებულებების მოპოვება სჭირდებოდათ.

პროპატაგიუმი შეიცავს რბილ ქსოვილებს, რომლებიც კარგად არ ინახება. ამიტომ, მეცნიერებმა გამოიგონეს ხრიკი, რათა დაედგინათ, იყო თუ არა პროპატაგიუმის ნიმუში დინოზავრებში.

"პროპატაგიუმის არსებობის შესაფასებლად ჩვენ შევაგროვეთ მონაცემები დინოზავრებისა და ფრინველების სახსრების შესახებ", — თქვა იურიკა უნომ, ჰირასავას ლაბორატორიის კურსდამთავრებულმა.

მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ ველოცირაპტორი ეკუთვნოდა დინოზავრების ჯგუფს, სადაც სავარაუდოდ წარმოიქმნა პროპატაგიუმი. ეს დადასტურდა, როდესაც მკვლევრებმა აღმოაჩინეს პროპატაგიუმი შენახული რბილი ქსოვილების ნამარხებში. კვლევა გვეუბნება, რომ ახლა უკვე გასაგებია, თუ როდის გაჩნდა პროპატაგიუმი.

გუნდმა უკვე დაიწყო ნამარხებსა და ხერხემლიანთა ემბრიონის ამჟამინდელ ნიმუშებს შორის შესაძლო კავშირების გამოკვლევა.

"პოპკულტურაში ასახული დინოზავრები სულ უფრო და უფრო რეალური ხდებიან. ახლა ჩვენ მათზე ბევრად მეტი ვიცით. თუმცა ეს საკმარისი არ არის და კვლევები კვლავაც გრძელდება", — ამბობენ მკვლევრები.

კვლევა Zoological Letters-ში 23 თებერვალს გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.