განცხადება სპეციალურმა საგამოძიებომ გაავრცელა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: საქმე 2022 წლის 20 დეკემბერს მომხდარ შემთხვევას ეხება. საგამოძიებოს ცნობით, თბილისში პროფესიული საქმიანობის შესრულებისას TV პირველის ოპერატორის ვიდეოკამერას ხელი დაარტყა.

  • უწყების ცნობით, შედეგად ოპერატორმა წონასწორობა დაკარგა და წაიქცა.

დეტალები: საგამოძიებოს განცხადებით, ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩაატარეს და დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოიპოვეს.

  • საქმეზე 2023 წლის 27 თებერვალს ბრალდებულის მიმართ პროკურატურამ სსსკ-ის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დაიწყო.