ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე კონკურს American Idol-ის მომდევნო ტურში გადავიდა. ჟიურის წევრებმა — ლუკ ბრაიანმა, კეტი პერიმ და ლიონელ რიჩიმ ნუცას გამოსვლა დადებითად შეაფასეს და მის შემდეგ ტურში გადასვლას მხარი ერთხმად დაუჭირეს.

"ვერ ვიჯერებ, რომ აქ ვარ... მე ვარ ნუცა, 25 წლის, წარმოშობით საქართველოდან, მაგრამ ახლა დუბაიში ვცხოვრობ", — ასე გაეცნო ნუცა ჟიურის.

ნუცამ ჟიურისთვის ორი სიმღერა — LaBelle-ს Lady Marmalade და უიტნი ჰიუსტონის Greatest Love of All შეასრულა.

"ჯეილო საქართველოდან" — ასე შეაფასა ლუკ ბრაიანმა მომღერალი.

ნახეთ ნუცას გამოსვლა:

ნუცა ბუზალაძე 2014 წელს "ახალი ტალღის" გამარჯვებული გახდა. რამდენიმე წლის წინ რუსულ კონკურსში Nu-ka, vse vmeste! მონაწილეობდა.