ინფორმაცია სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით რუსულ, უკრაინულ და ბელარუსულ მედიაში ვრცელდება.

რატომ არის მნიშვნელოვანი: მაჩულიშის სამხედრო აეროდრომი, სადაც აფეთქებები ისმოდა, ბელარუსის დედაქალაქ მინსკიდან სულ რაღაც 12 კილომეტრში მდებარეობს.

  • ცნობილია, რომ ბელარუსს რუსული არმია უკრაინის ქალაქებზე თავდასასხმელად იყენებს, ამიტომ ჩნდება ეჭვი, რომ აფეთქება უკრაინის უპილოტო აპარატებთან არის კავშირში.
  • თუმცა, სხვადასხვა მედია ადგილობრივი პარტიზანების თავდასხმას ვარაუდობს.

დეტალები: დაუზუსტებელი მონაცემებით, თავდასხმის სამიზნე იყო რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების თვითმფრინავი.

  • ბელარუსელი ყოფილი პოლიციელების შექმნილი ოპოზიციური მოძრაობა BYPOL წერს, რომ აეროდრომზე 2 აფეთქება იყო — დაზიანდა რუსული სამხედრო თვითმფრინავი და თოვლის ამღები ტექნიკა.
  • Motolko help-ის ინფორმაციით, ადგილობრივმა მოსახლეობამ აფეთქებების ხმა ღამით და დილით 8-9 საათზე გაიგო.
  • პროექტი ბელარუსული ჰაიუნი კი იტყობინება, რომ აფეთქებების შემდეგ ადგილზე სამხედრო და საგზაო პოლიციის ეკიპაჟები არიან მობილიზებული და ამოწმებენ ყველა გამვლელ მანქანას.
  • გავრცელებული ინფორმაციით, მაჩულიშის ჩატიდან წაიშალა ყველა ინფორმაცია აფეთქებების შესახებ, რომელსაც მოსახლეობა ავრცელებდა.

მაჩულიშის ჩატი, სადაც მოსახლეობა აფეთქებებზე ინფორმაციას ავრცელებდა.