ზაზა ფაჩულიამ ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ლიგის, NBA-ის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. იგი პირველი ქართველი კალათბურთელია, რომელმაც ამერიკის საკალათბურთო ლიგაში გაიმარჯვა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მან ფეისბუქის გვერდზე ვიდეო გაავრცელა სადაც ამბობს, რომ ეს გამარჯვება საქართველოსთვისაა.

ფაჩულიას გუნდმა, გოლდენ სტეიტმა, ოკლენდში გამართულ ფინალური სერიის მეხუთე მატჩში კლივლენდ კავალიერსი ანგარიშით 129:120 დაამარცხა, სერია 4:1 მოიგო და ჩემპიონის ტიტული ბოლო სამი წლის განმავლობაში მეორედ, ისტორიაში კი მეხუთედ მოიპოვა.