გადაწყვეტილება სასამართლომ დღეს გამოაცხადა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: სამართალდამცავი უწყების ცნობით, ბრალდებულმა თავის 2 წლის შვილზე იძალადა, რის გამოც ბავშვმა სხეულზე მრავლობითი დაზიანება და მოტეხილობა მიიღო.

  • არასრულწლოვანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
  • მამა ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • პროკურატურამ კი ბრალდება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით წარუდგინა, რაც 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დეტალები: პროკურორის განმარტებით, ბრალდების მხარემ სასამართლოს პატიმრობის შუამდგომლობით მიმართა, რადგან მაღალი იყო დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელებისა და მოწმეებზე ზემოქმედების რისკი.

  • სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის პოზიცია და აღკვეთის ღონისძიების სახით ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.
  • ადვოკატის განცხადებით, ბრალდებულმა თავი დამნაშავედ ცნო.
  • მისივე თქმით, ელოდებიან სასამართლოს განჩინებას და მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას გასაჩივრებასთან დაკავშირებით.

ოჯახში ძალადობის შემთხვევაში პოლიციის გამოძახება შესაძლებელია 112-ზე დარეკვით. ზარი უფასოა.

  • საკონსულტაციო მომსახურების გაწევის მიზნით ფუნქციონირებს ცხელი ხაზი — 116 006.
  • ოჯახში ძალადობა არ გულისხმობს მხოლოდ ფიზიკურ შეხებას. ოჯახის წევრის მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლა, მუქარა, შანტაჟი, სიტყვიერი შეურაცხყოფა ასევე ძალადობაა და კანონით აკრძალულია.

საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ნომრებზე:

  • საფარის უფასო იურიდიული დახმარება — 0322 30 76 03; 599 40 76 03;
  • სახალხო დამცველის ცხელი ხაზი — 1481.