ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: უწყების ცნობით, ბრალდებულები თბილისში, ხიზანიშვილის, ჭირნახულის და აგლაძის ქუჩებზე მდებარე სასტუმროების ნომრებს, კლიენტების მომსახურების მიზნით, თანხის სანაცვლოდ, სისტემატურად გადასცემდნენ ქალებს, რომლებიც პროსტიტუციას ეწეოდნენ.

  • დანაშაულები 4-დან 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დეტალები: შსს-ს თქმით, სასტუმროებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად,
პროსტიტუციის ხელშეწყობის შედეგად მიღებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

  • ქალები კი სექსუალური მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული
    ანაზღაურებიდან ბრალდებულებს გარკვეულ თანხას უხდიდნენ.
  • გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის მე-2
    ნაწილით და მე-3 ნაწილის ა ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
  • რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას გულისხმობს.