2018 წლის თებერვალში კინოეკრანზე მარველის კიდევ ერთი კომიქსის Black Panther-ის პრემიერა შედგება.

ცოტა ხნის წინ, კომპანიამ ფილმის პირველი ტრეილერი გაავრცელა:

ფილმში მთავარ როლებს ჩედვიკ ბოსმანი, ლუპიტა ნიონგო, ანგელა ბესეტი და მარტინ ფრიმენი ასრულებენ.

შავი პანტერა მარველის კომიქსების პერსონაჟია, რომელიც მწერალმა სტენ ლიმ და მხატვარმა ჯეკ კირბიმ შექმნეს.

შავი პანტერა პირველად ფანტასტიკური ოთხეულის კომიქსების 52-ე ნომერში გამოჩნდა, შემდეგ კომიქსები მის შესახებაც შეიქმნა.

რაც შეეხება ფილმებს, პანტერას პერსონაჟი პირველად ფილმში კაპიტანი ამერიკა:სამოქალაქო ომი გამოჩნდა.