ინფორმაციას სამართალდამცავი უწყება ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: შსს-ის ცნობით, ბრალდებულებმა 2023 წლის 20 იანვარს ნაცნობი მოტყუებით მიიყვანეს ზაჰესში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, სადაც ნარკოტიკული საშუალება გადასცეს, მისი რეალიზებისთვის 2 კვირის ვადა მისცეს და შედეგად მიღებული თანხის გადაცემა მოსთხოვეს.

  • წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი დაზარალებულს ოჯახის წევრების სიცოცხლის ხელყოფით დაემუქრნენ.
  • ვინაიდან დაზარალებულმა არ შეასრულა მათი მოთხოვნები, ბრალდებულებმა ძალის გამოყენებით ავტომანქანით წაიყვანეს დიღომში, გზაში მისი და ოჯახის წევრების წამებით, დაწვითა და ლიკვიდაციით ემუქრებოდნენ, ასევე, ფიზიკურად ძალადობდნენ მასზე.
  • მოძალადეებმა დაზარალებული იმ პირობით გაუშვეს, რომ რამდენიმე დღეში საბანკო ანგარიშზე 20 000 ლარი უნდა ჩაერიცხა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას, მის მცირეწლოვან შვილს, მეუღლესა და დედას ფიზიკურად გაანადგურებდნენ.

დეტალები: სამართალდამცველებმა ბრალდებულები ფარულად ჩაწერეს, რის შედეგადაც მათ მიერ ჩადენილი უკანონო ქმედებები დადასტურდა.

  • დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.