2023 წელს, უკვე ნებისმიერს შეუძლია გახდეს ავტორი და ეს ისე რომ თითქმის თითიც არ გაანძრიოს.

AI ტექსტის გენერირების გამოყენებით შექმნილი წიგნები სულ უფრო აქტუალრი ხდება. Reuters-ის ინფორმაციით, ეს მსგავსი ტექნოლოგიების მიმართ მზარდი ინტერესის შედეგია.

მოხსენების თანახმად, ამ თვის მდგომარეობით, ელექტრონული საცალო ვაჭრობის Kindle მაღაზიაში 200-ზე მეტი ელექტრონული წიგნია, რომლის ავტორიც ChatGPT-ია. თუმცა, ასეთი წიგნების რეალური რიცხვი სავარაუდოდ ბევრად მეტია. მათგან უმეტესობა 1 დოლარად იყიდება.

ბოტი მწერლები

ხელოვნური ინტელექტის სისტემები, როგორიცაა ChatGPT, წარმოუდგენლად აადვილებს წიგნის შექმნას. როგორც Reuters იუწყება, პლატფორმები, მათ შორის YouTube და TikTok, უკვე სავსეა მსგავსი პროდუქტის შექმნის ინსტრუქციებით.

დღეს უკვე ბევრი "ავტორი" იყენებს ისეთ ინსტრუმენტებს, როგორიცაა OpenAI-ის ChatGPT საბავშვო წიგნების გენერირებისთვის. ასეთი წიგნები ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ილუსტრაციებითაა გაფორმებულლი. თუმცა, არის წიგნები ზრდასრულებისთვისაც.

ამის ფონზე ბევრი გამომცემელი ახალი ტენდენციით შეშფოთებულია.

"ეს ისაა, რის გამოც ჩვენ ნამდვილად უნდა ვიღელვოთ, ეს წიგნები ბაზარს დაიპყრობს და ბევრი ავტორი უმუშევრად დარჩება. წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ ბევრ დაბალი ხარისხის წიგნს და ავტორებს საქმის გარეშე", — თქვა მერი რასენბერგერმა, ავტორთა გილდიის აღმასრულებელმა დირექტორმა.

ექსპერტების თქმით, საჭიროა მეტი გამჭვირვალობა იმაზე თუ როგორ იქმნება ასეთი წიგნები.

ერთი რამ ფაქტია, ChatGPT სულ უფრო მოთხოვნადი ხდება და როგორც ჩანს ახლა წიგნების ჯერიც დადგა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.