ბჟანია და ლუკაშენკო ერთმანეთს, ამჯერად, მინსკში შეხვდნენ
ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის მედია ავრცელებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: Belta-ს ცნობით, შეხვედრისას აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტმა და ლუკაშენკომ ამგვარი შეხვედრების მნიშვნელობასა და მათი ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს.
- ალექსანდრე ლუკაშენკოს თქმით, ბელორუსი ყოველთვის იყო დაინტერესებული აფხაზეთთან თანამშრომლობით.
- ლუკაშენკო და ბჟანია ერთმანეთს გასული წლის სექტემბერშიც შეხვდნენ, მაშინ ბელორუსის პრეზიდენტი აფხაზეთში ჩავიდა.
დეტალები: ლუკაშენკოს შეხვედრისას აინტერესებს, რატომ რეაგირებს მწვავედ საქართველოს ხელმძღვანელობა მათ შეხვედრაზე და ამატებს, რომ ადამიანებს შორის თბილი და მეგობრული ურთიერთობა უნდა იყოს.
- "შესაძლოა, ეს ურთიერთობები დაეხმაროს მშვიდობასა და მეგობრობას აფხაზ და ქართველ ხალხებს შორის. მე და შენ ხომ არასდროს დავგეგმავდით თბილისის წინააღმდეგ რაიმე ქმედებას", — თქვა ლუკაშენკომ.
- აღნიშნა, რომ დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანური თვალსაზრისით და მათი ურთიერთობები უნდა განვითარდეს.
- "აფხაზი ხალხი პატივს სცემს ბელორუსებს. ბელორუსებსაც იგივე დამოკიდებულება აქვთ. ჩვენ გვაქვს რაღაც, რაზეც უნდა ავაშენოთ ჩვენი ურთიერთობა. არის პროდუქტები, რომლებითაც გვაინტერესებს. ტურიზმიც ბევრს გვპირდება", — თქვა მან.
- ამბობს, რომ მის ხალხს ზღვაზე წასვლა უნდა, ისვენებდნენ სოხუმში, ბათუმში, თბილისში და ასე შემდეგ თუმცა, რატომღაც, აფხაზეთი ამ პროცესიდან გათიშულია.
- მისივე თქმით, აფხაზეთი და ბელარუსი გიგანტური სახელმწიფოები არაა, ამიტომ ვერ ხვდება, რატომ არ უნდა იყვნენ ერთად და რატომ არ უნდა შეხვდნენ ერთმანეთს.
- "ჩვენ გვჭირდება ვიყოთ ერთმანეთთან უფრო ახლოს ამ რთულ დროს. თბილისი, სოხუმი და მინსკი. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, რომ მოვძებნოთ გზები ერთმანეთისკენ, ვიბრძოლოთ ერთმანეთისთვის", — თქვა ლუკაშენკომ.
ბელარუსის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილზეც ისაუბრა და თქვა, რომ თვალყურს ადევნებს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.
- ამბობს, რომ სააკაშვილის მდგომარეობა ნორმალურად არ გამოიყურება, რადგან, ბოლოს და ბოლოს, ის პრეზიდენტი იყო და ასე მოქცევა შეუსაბამოა.
- განმარტავს, რომ ბელარუსი არ ჩარეულა ამ სიტუაციაში და არც საქართველოში მიმდინარე სხვა პროცესებში.
- "თბილისთან შეძლებისდაგვარად ძალიან კარგი ურთიერთობა შევინარჩუნეთ", — განაცხადა ლუკაშენკომ.
ასლან ბჟანიამ მადლობა გადაუხადა ბელორუსის სახელმწიფოს მეთაურს მოწვევისა და თანმიმდევრულობისთვის.
- თქვა, რომ მოუსმინა ბელარუსის პრეზიდენტის აზრებსა და დამოკიდებულებებს, რაც მისთვის მისაღებია.
- "ვფიქრობ, რომ თქვენი ბრძნული სიტყვა ამ ხალხის გულამდე მიაღწევს", — განაცხადა ბჟანიამ.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები