შემთხვევა ადგილობრივი დროით 20:04 საათზე მოხდა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ბოლო მიწისძვრიდან ორი კვირის შემდეგ, 20 თებერვალს, თურქეთში, 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრა ქალაქ ანტაკიასთან ახლოს, სირიის საზღვართან მოხდა.

  • თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეტინ კოჩამ განაცხადა, რომ დაშავებულია 294 ადამიანი, მათგან 18 მძიმედ.

დეტალები: მედიის ცნობით, 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შემდეგ დაზიანებული შენობები დაინგრა.

  • ბოლო მიწისძვრას 5,8 მაგნიტუდის განმეორებითი ბიძგები მოჰყვა, რომელიც არც ისე ძლიერი იყო.
  • მაშველები ამ დრომდე ეძებენ ნანგრევებში ჩარჩენილ ადამიანებს.

6 თებერვალს მომხდარ მიწისძვრას თურქეთსა და სირიაში 44 000 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით ათასი კი უსახლკაროდ დარჩა.