ინფორმაციას ადასტურებს ქანდილის სეისმური მონიტორინგის ცენტრიც.

რატომ არის მნიშვნელოვანი: მედიის ინფორმაციით, ბიძგები ჰათაის პროვინციაში დაახლოებით 20:04 საათზე დაფიქსირდა.

  • ეს ის პროვინციაა, სადაც 6 თებერვალს მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას ათი ათასობით ადამიანი ემსხვერპლა.

დეტალები: როგორც გამოცემა წერს, რამდენიმე წუთის შემდეგ მას 5,8 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები მოჰყვა.

  • მათივე ცნობით, ბიძგები იგრძნობოდა მიმდებარე ქალაქებშიც.