ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 12 დეკემბერს, მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ანაკლიის პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენდება და 51%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფო იქნება.

  • ღარიბაშვილმა ისაუბრა ანაკლიის განვითარების კონსორციუმზე და მას ე.წ. ინვესტორი უწოდა, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა.
  • თქვა, რომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მხოლოდ 3 მილიონი დოლარი აქვთ დახარჯული, ინვესტორებისგან კი მოზიდული ჰქონდათ 20-25 მლნ.
  • ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ამბობს, რომ ღარიბაშვილის შემოთავაზებულ გეგმას "წარმატება არ უწერია".

დეტალები: მთავრობა არ ასახელებს ზუსტ თარიღს, როდის დაიწყება მშენებლობა, თუმცა ამბობენ, რომ ეს მიმდინარე წელს მოხდება.

  • მათივე თქმით, პარტნიორი კომპანია საერთაშორისოდ გამოცხადებული კონკურსის შედეგად შეირჩევა.