2018 წელს ცნობილი გახდა, რომ Disney+-მა გახმაურებული ანიმაციის, Lilo & Stitch-ის მიხედვით სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღებაზე დაიწყო მუშაობა. ცოტა ხნის წინ კი, ზაკ გალიფიანაკისმა Lilo & Stitch-ში მონაწილეობის შესახებ Disney+-თან კონტრაქტი გააფორმა. ჯერჯერობით უცნობია, ვის როლში ვიხილავთ ზაკს, თუმცა Disney+ ლილოსა და მისი უფროსი დის როლისთვის მსახიობებს ისევ აქტიურად ეძებს.

შეგახსენებთ, რომ Lilo & Stitch 2002 წელს გამოსული ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ანიმაციაა, რომელიც ჰავაიში მცხოვრები გოგოსა და კოსმოსიდან შემთხვევით შემოჭრილი უცხოპლანეტელი სტიჩის მეგობრობის შესახებ მოგვითხრობს: ლილოს სტიჩის წარმომავლობის შესახებ თავდაპირველად წარმოდგენა არ აქვს, ის "უშნო ძაღლი" ჰგონია და მის მოშინაურებას გადაწყვეტს. სწორედ აქედან იწყება მათი საოცრად საინტერესო, დაძაბული და საფრთხით სავსე თავგადასავალი.

ფოტო: Disney

ზაკ გალიფიანაკიმ სახელიThe Hangover-ის ფილმებში შესრულებული როლით გაითქვა. მან ასევე მონაწილეობა მიიღო ფილმებში Due Date, The Campaign და Puss in Boots. Between Two Ferns-სთვის კი ზაკ გალიფიანაკიმ ემის ორი ჯილდო მოიპოვა.

Disney+-ის მომავალი ფილმის სცენარის შესახებ ზუსტი დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა ის ძირითადად სწორედ ანიმაციის სიუჟეტურ ხაზს გაჰყვება. აღსანიშნავია, რომ Lilo & Stitch-ს შერეული ტექნოლოგიით გადაიღებენ: ის ნაწილობრივ მხატვრული ფილმის ელემენტებს შეიცავს, ნაწილობრივ კი კომპიუტერული გრაფიკით შექმნილი ვიზუალებით იქნება გაჯერებული.