დისნეის ახალი ფილმის პატარა ქალთევზას პრემიერა 2023 წლის 26 მაისსაა დაგეგმილი, მანამდე კი მაყურებელს შეუძლია, ფილმის ახალი ტრეილერით დატკბეს. პატარა ქალთევზას შესახებ ფილმი დისნეიმ პირველად 2019 წელს დააანონსა, 2022 წლის სექტემბერში კი პირველი ტრეილერი გაუზიარა საზოგადოებას, რომელმაც ყველა მოხიბლა და ჰოლი ბეილის შესანიშნავ ხმაზე აალაპარაკა.

ამერიკელი მუსიკოსი და მსახიობი ჰოლი ბეილი ფილმში არიელის როლს ასრულებს და მაყურებელმა ფილმის გამოსვლამდეც გაიცნო, ახალ ტრეილერში კი უკვე პრინც ერიკისა და ურსულას დანახვაც შეუძლიათ წამიერად.

ჰოლი ბეილიმ ინტერვიუში თავისი ოჯახის წევრების რეაქცია გაიხსენა, როცა ფილმის ტრეილერი ნახეს: "შენ ვერც კი წარმოიდგენ, რას ნიშნავს ეს ჩვენი საზოგადოებისთვის, პატარა შავკანიანი და ყავისფერკანიანი გოგოებისთვის."

ფოტო: Variety