შემთხვევა თურქეთში, მიწისძვრის შედეგად განადგურებულ ქალაქ კაჰრამანმარასში მოხდა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ძმებმა ნანგრევებში დაახლოებით 200 საათი გაატარეს.

  • სტიქიური უბედურებიდან 72 საათის გასვლის შემდეგ, ადამიანების გადარჩენის შანსი მცირდება, თუმცა პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია სასწაულებრივი გადარჩენების შესახებ.
  • 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად თურქეთსა და სირიაში ქალაქები განადგურდა და ათასობით ადამიანი დაიღუპა. გაეროს ვარაუდით, მოსალოდნელია მსხვერპლი 50 000-მდე გაიზარდოს.

დეტალები: სამშაბათს, 21 წლის აბდულბაკ იენინარი და მისი ძმა, 17 წლის მუჰამედ ენეს იენინარი, მაშველებმა ბეტონის ნანგრევებისა და გრეხილი ლითონისგან ამოიყვანეს.

  • მათი თქმით, ნანგრევების ქვეშ ყოფნისას რაციონალურად იღებდნენ ბოდიბილდინგის დანამატებს და სვამდნენ საკუთარ შარდს.
  • "სუნთქვა ადვილი იყო", — განაცხადა 21 წლის აბდულბაკ იენინარმა.