ცნობილმა ფრანგულმა ბრენდმა, Louis Vuitton-მა, კაცის ხაზის შემოქმედებით ხელმძღვანელად ახლახან წარმატებული რეპერი და პროდიუსერი, 13 გრემის მფლობელი ფარელ უილიამსი დაასახელა. ლუი ვიტონის წარმომადგენლების თქმით, ფარელი საოცარი შემოქმედებითი ხედვის მქონე ადამიანია და მისი შემოქმედებითი სამყარო მუსიკასა და ხელოვნებასთან ერთად მოდასაც მოიცავს.

ფოტო: Getty

ბრენდის კაცის ხაზის შემოქმედებითი ხელმძღვანელი ცნობილი დიზაინერი ვირჯილ აბლო იყო, რომელიც 2021 წელს გარდაიცვალა. ახალი ხელმძღვანელი, ფარელ უილიამსი კი, პირველ კოლექციას პარიზში 2024 წლის ივნისში წარადგენს.

ბრენდმა ტვიტერის გვერდზე სიხარული გამოხატა, რომ რეპერი მათ გუნდს უერთდება და პირველ კოლექციას უკვე მომავალი წლის ივნისს წარადგენს.