ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

დეტალები: ბრალდებულმა 2022 წლის პირველ ივლისს ქუთაისში გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა ყოფილი ცოლი.

  • მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის "თ", "კ“ და "მ" ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა.

ფემიციდი გენდერული ნიშნით ქალთა მკვლელობაა. უფლებადამცველები არაერთი წელია ითხოვენ კანონში ფემიციდის დეფინიციის ჩაწერას.

  • ევროკომისიის რეკომენდაციების შემდეგ ქალთა მოძრაობამ პარლამენტს მიმართა და მოითხოვა, რომ ქალზე და ოჯახში ძალადობაზე კანონს ფემიციდის განმარტება დაემატოს.

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ოჯახში ძალადობა არ გულისხმობს მხოლოდ ფიზიკურ შეხებას. ოჯახის წევრის მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლა, მუქარა, შანტაჟი, სიტყვიერი შეურაცხყოფა ასევე ძალადობაა და კანონით აკრძალულია.

  • ოჯახში ძალადობის შემთხვევაში პოლიციის გამოძახება შესაძლებელია 112-ზე დარეკვით. ზარი უფასოა.
  • საკონსულტაციო მომსახურების გაწევის მიზნით ფუნქციონირებს ცხელი ხაზი — 116 006.
    საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ნომრებზე:

საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ნომრებზე:

  • საფარის უფასო იურიდიული დახმარება — 0322 30 76 03; 599 40 76 03;
  • სახალხო დამცველის ცხელი ხაზი — 1481