ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმი ჩემი ბედნიერი ოჯახი ტრანსილვანიის კინოფესტივალის მთავარი პრიზი ტრანსილვანიის თასის მფლობელი გახდა საუკეთესო ფილმის ნომინაციაში.

ამავე ფილმში მთავარი როლის შემსრულებელი ია შუღლიაშვილი კი საუკეთესო ქალ მსახიობად დაასახელეს.

შეგახსენებთ, რომ ნანასა და სიმონს ფილმი, ჩემი ბედნიერი ოჯახი, სულ ცოტა ხნის წინ იმ თორმეტ ფილმს შორის მოხვდა, რომლებიც სიდნეის კინოფესტივალის ოფიციალურ კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას.

ამავე კონკურსში, ქართველი რეჟისორების გვერდით მონაწილეობას მიიღებენ: სოფია კოპოლა, მიჰაელ ჰანეკე, აკი კაურიზმაკი, ილდიკო ენედი, ალან გომისი და სხვები.

ჩემი ბედნიერი ოჯახი რამდენიმე ფესტივალის პრიზიორია, მათ შორი არის ვისბადენის, ჰონგ-კონგისა და იტალიაში, ლეჩეს ევროპული კინოს ფესტივალები.

მანამდე კი The New York Times-მა ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი იმ ცხრა ახალ რეჟისორს შორის დაასახელა, რომელთა ფილმებსაც აუცილებლად უნდა უყუროთ.