რამდენიმე დღის წინ მომხდარი მიწისძვრის შედეგად 22 000 მეტი ადამიანი დაიღუპა და ბევრი კიდევ დაკარგულად ითვლება. მაშველები მათ ამ მომენტშიც ეძებენ.

თუმცა, ის გამოცდილება, რომელიც მიწისძვრისგან მივიღეთ, მეცნიერებს მომავალში მეტი სიცოცხლის გადარჩენაში დაეხმარება.

ასევე: რატომ ხდება მიწისძვრები და რა უნდა ვიცოდეთ მათზე

სატელიტებით ზუსტად გამოჩნდა თუ როგორ შეიძრა მიწა და რა ცვლილებები მოხდა. მონაცემები პარასკევს ევროკავშირის თანამგზავრმა Sentinel-1A-იმ მოიპოვა, როდესაც ის ჩრდილოეთიდან სამხრეთით თურქეთის გავლით 700 კმ-ის სიმაღლეზე მოძრაობდა.

ეს თანამგზავრი ფლობს ინსტრუმენტს, რომელსაც შეუძლია მიწაზე დაკვირვება. მას ეს ნებისმიერ ამინდში, დღისა და ღამის განმავლობაში შეუძლია. ის რეგულარულად აკვირდება მიწისძვრისადმი მიდრეკილ ამ რეგიონს და სწავლობს დედამიწის ზედაპირზე მომხდარ ცვლილებებს.

ამ მხრივ აღსანიშნავი იყო ბოლო მიწისძვრა, რა დროსაც მიწა მნიშვნელოვნად შეირყა, ფორმა იცვალა და ზოგგან გაიხლიჩა კიდევაც.

ასევე: რა მოხდა თურქეთისა და სირიის ქვეშ — დამანგრეველი მიწისძვრის სამეცნიერო ახსნა

მკვლევრებმა გამოიყენეს ინტერფერომეტრიის ტექნიკა "მდე" და "შემდეგ" ეფექტის დასაფიქსირებლად. თუმცა, სულაც არაა ექსერტობა საჭირო რათა რუკაზე ცვლილებები აღიქვათ.

სრულიად ნათელია, თუ როგორ მოხდა მიწის დეფორმაცია აღმოსავლეთ ანატოლიის რღვევის ხაზის გასწვრივ და მის მახლობლად. შემაძრწუნებელი კი ისაა, რომ რღვევის ხაზებმა პირდაპირ დასახლებულ პუნქტებში გაიარა.

Sentinel-ის რუკა მეცნიერებს დაეხმარება იმის გარკვევაში თუ რა მოხდა ორშაბათს და ეს ცოდნა გამოსადეგი იქნება რეგიონში მიწისძვრების მოდელების შესადგენად.

რუკა დაამუშავა დიდი ბრიტანეთის მიწისძვრების, ვულკანებისა და ტექტონიკის დაკვირვების მოდელირების ცენტრმა. მისმა დირექტორმა, პროფესორმა ტიმ რაიტმა აღნიშნა, რომ Sentinel-ის დაკვირვებებმა ბევრ რამეს ნათელი მოჰფინა.

თანამგზავრების წინა ეპოქაში, გეოლოგები მიწისძვრის ეფექტებს ასახავდნენ რღვევის ხაზებით. ეს იყო შრომატევადი პროცესი, რომელსაც ხშირად ბევრი დეტალი რჩებოდა. კოსმოსიდან რადარის ინტერფერომეტრია 1990-იან წლებში შემუშავდა და ბოლო წლებში ის განსაკუთრებით დამაჯერებელ იარაღად იქცა.

ნაწილობრივ ეს ორბიტაზე არსებული სენსორების ხარისხზეა დამოკიდებული, მაგრამ ეს ასევე უფრო ძლიერი კომპიუტერებისა და უფრო ჭკვიანი ალგორითმების შედეგია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.