ამის შესახებ თურქეთში საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ, სოციალურ ქსელში დაწერა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა უკვე 28 ათასს გადააჭარბა.

  • თურქეთ-სირიის საზღვართან ორშაბათს დილით მომხდარ 7,8 ბალიან მიწისძვრას ბოლო დღეების განმავლობაში ასზე მეტი განმეორებითი ბიძგი მოჰყვა, მათ შორის 7 და 5-ბალიანები.
  • თურქეთისა და სირიის რამდენიმე ქალაქი თითქმის მთლიანად განადგურდა, რასაც ათასობით ადამიანი ემსხვერპლა.

დეტალები: ჯანჯღავას თქმით, ისინი უკვე ადანაში არიან და სტიქიის ეპიცენტრისკენ მიემგზავრებიან.

  • "მოვინახულებთ ქართველ მაშველებს, დავარიგებთ დახმარებას და შეძლებისდაგვარად მიწისძვრის ზონიდან გამოვიყვანთ ყველა თანამემამულეს", — წერს ელჩი.