ირაკლი ღარიბაშვილი

11 Feb. 2023, 15:48

მე ერთი რამ მინდა ვუსურვო ყველას და მათ შორის ჩვენს უკრაინელ მეგობარ ხალხს — მშვიდობა, ამ ომის დროულად დასრულება და ტერიტორიების დაბრუნება, მაგრამ ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ თქვენ ხედავთ, ომის დაწყების დღიდან დღემდე უკვე 20% არის ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიის, ათი ათასობით ადამიანია დაღუპული, ასეულობით მილიარდი დოლარის ზარალი მიადგა უკრაინას. ზოგი ამბობს, რომ ეს არის უკვე ტრილიონი დოლარი, ზოგი ამბობს 700-800 მილიარდი, ამას ვინ მოთვლის. რაც მთავარია, გარდა სამხედროებისა, ძალიან მძიმე დანაკარგები აქვს ორივე მხარეს, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მოქალაქეები დაიღუპნენ, ბავშვები. ამ ზარალს და დანაკლისს, ამ ტკივილს ვერაფერი აღადგენს. ვუყურებთ, რომ ომი არ ჩერდება, მცდელობაც არ ჩანს რეალურად უნდა ვთქვათ პირდაპირ, რომ ეს ომი გაჩერდეს, მხარეები დაუბრუნდნენ რამენაირად მოლაპარაკების მაგიდას, ეს რა თქმა უნდა არის შემაშფოთებელი. ამის შედეგად გარემო, რომელიც არის უკრაინაში შექმნილი და მთელ მსოფლიოში, რეგიონში, კიდევ უფრო მეტად არაპროგნოზირებადი გახდა. შესაბამისად მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, არის და იქნება ჩვენი ხალხის ინტერესების დაცვა, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა, რაც ჩვენს ქვეყანას და ხალხს სჭირდება ჩვენ მხოლოდ იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ და იმ საქმეს გავაკეთებთ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. აშშ-საქართველოს პარტნიორობის მომავალი — უვიზო მიმოსვლა და თავისუფალი ვაჭრობა
  2. რას მალავს მოსამართლე, რომელმაც ლაზარეს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
  3. ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ხელი დაარტყა
  4. კალაძე: იგივე ხდება დღეს, რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირში — ნაბიჯს ვერ გადადგამდი, ცეკასთან შეუთანხმებლად
  5. პრეზიდენტმა შარლ მიშელს და მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ხვალ, საბჭოს სხდომაზე განიხილონ

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ამაღლობელი: ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, არ ავყვეთ

ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, იმიტომ რომ ხედავს ჩვენს რაოდენობას. ამიტომ თხოვნაა, შევინარჩუნოთ ეს ერთობა და არ…