UNLOCK — ეს არის Touch-ის ახალ პროგრამას მობილური თამაშების ინდუსტრიისთვის, რომლებსაც სურთ იდეა/პროდუქტი მსოფლიო ბაზარზე წარმატებით გაიტანონ, იპოვონ "განმთავსებლები (Publishers)" ან ინვესტორები.

პროგრამა Touch-ის, Google for Startups და GampCamp-ის თანამშრომლობით არის შექმნილი და პირველ ეტაპზე მიზნად ისახავს პირადი შეხვედრების წარმოებას, ინდუსტრიაში მოქმედ სტუდიებთან და გუნდებთან. მათი საჭიროებების გაანალიზებას და მასზე დაფუძნებლი სპეციალური სტრატეგიის შემუშავებს ქვეყანაში თამაშების ინდუსტრიის განვითარებისთვის.

პროგრამის მენტორები იქნებიან Touch-ის დამფუძნებელი, ბექა ქვარცხავა და Google-ის თამაშების მიმართულების ხელმძღვანელი, მარიუს გასიევსკი. ისინი ყველა შერჩეულ გუნდს პირადად გაესაუბრებიან, მოისმენენ მათ საჭიროებებს, გააცნობენ თამაშების ინდუსტრიაში მიმდინარე ტრენდებს, სიახლეებს და მისცემენ კონკრეტულ რჩევებს იდეის/პროდუქტის გაუმჯობესებისთვის.

კვლევის საფუძველზე შეიქმნება კონკრეტული სტრატეგია, რომლის შედეგადაც გუნდებს ექნებათ წვდომა სპეციალურ საერთაშორისო ღონისძიებებზე და გლობალურ ქომუნითებზე, მიიღებენ უახლეს ინფორმაციას ინდუსტრიის მიმდინარე პროცესებზე, რაც ცოდნის, კონტაქტებისა და პარტნიორობის ახალ შესაძლებლობებს შექმნის.

შეხვედრებზე რეგისტრაცია უფასოა და შესაძლებელია 15 თებერვლამდე.

შეავსეთ აპლიკაცია ამ ბმულზე: Start Game

ადგილები შეზღუდულია.