ირაკლი კობახიძე

9 Feb. 2023, 13:19

არსებობს ძალიან დიდი მანკიერი ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ, რაც არ არსებობს, მაგალითად, მოლდოვის მიმართ. მოლდოვაშიც პატიმრობაშია მათი მეხუთე პრეზიდენტი, მაგრამ არავის ერთი განცხადებაც კი არ გაუკეთებია ამასთან დაკავშირებით. ჩვენთან დაკავშირებით მარტო ჯანმრთელობაზე ხომ არ იყო საუბარი? ევროპარლამენტარების ნაწილი პირდაპირ გვეუბნებოდა, როდესაც პრეზიდენტი პატიმრობაშია, ეს უკვე არის ქვეყნისთვის ძალიან ცუდი მოვლენა და მის იმიჯზე ცუდად აისახებაო.

ასეთი არცერთი განცხადება არ გაკეთებულა მოლდოვასთან მიმართებით, მიუხედავად იმისა, რომ მათი მეხუთე პრეზიდენტი დღეს არის დაპატიმრებული, არის პატიმრის სტატუსის მქონეა. რატომ? იმიტომ, რომ რა მანკიერი ინტერესიც არ არსებობს მოლდოვას მიმართ, ის მანკიერი ინტერესი არსებობს საქართველოს მიმართ. ამას უკავშირდება ეს კოორდინაცია სააკაშვილის საქმის გარშემო, ამას უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის ორი მილიარდის გაჩერება კრედიტ სუისში და ა.შ. რა თქმა უნდა, საბოლოო მიზანი არის მეორე ფრონტი და საქართველოს ომში ჩართვის სურვილი. [...]

გამომდინარე, მით უმეტეს, იქიდან, რომ უკრაინაში მძიმე ვითარებაა დღეს. როგორ გაგრძელდება მოვლენები იქ, ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ამ ეტაპზე გარკვეული უპირატესობა აქვს რუსულ მხარეს, რა თქმა უნდა, ეს ინტერესი გაზრდილია.

ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, 8 თებერვალს ისაუბრა. რუსეთის უპირატესობას, რაზეც კობახიძე საუბრობს, მხოლოდ კრემლი და მისი მხარდამჭერი პროპაგანდისტები ადასტურებენ. საერთაშორისო ლიდერები და ავტორიტეტული ორგანიზაციები კი ფრონტის ხაზზე რუსეთის წარუმატებლობაზე საუბრობენ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. აშშ-საქართველოს პარტნიორობის მომავალი — უვიზო მიმოსვლა და თავისუფალი ვაჭრობა
  2. რას მალავს მოსამართლე, რომელმაც ლაზარეს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
  3. ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ხელი დაარტყა
  4. კალაძე: იგივე ხდება დღეს, რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირში — ნაბიჯს ვერ გადადგამდი, ცეკასთან შეუთანხმებლად
  5. პრეზიდენტმა შარლ მიშელს და მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ხვალ, საბჭოს სხდომაზე განიხილონ

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ამაღლობელი: ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, არ ავყვეთ

ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, იმიტომ რომ ხედავს ჩვენს რაოდენობას. ამიტომ თხოვნაა, შევინარჩუნოთ ეს ერთობა და არ…