ირაკლი ზარქუა

9 Feb. 2023, 11:55

მე მგონია, რომ ქალბატონი სალომე არის რაღაცა ჩაკეტილ სივრცეში და არ მოეწოდება ინფორმაცია. მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება. ქალბატონმა სალომემ უნდა იცოდეს, რომ პირიქით, საქართველო დღეს ყველაზე აქტუალურია საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში, მათ შორის თავისი სატრანსპორტო შესაძლებლობებით, მათ შორის ევროკავშირისგან რამდენიმე მილიარდად შეფასებული ელექტროსადენი იდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის, მათ შორის ევროკომისიამ სამი დღის წინ შეაფასა ჩვენი რეფორმები ცალკეული სამინისტროების და ერთ-ერთი მოწინავე ვართ. ამიტომ მე ვისურვებდი, ქალბატონ სალომეს მეტი ინფორმაცია მიეწოდოს. მე მგონია, რომ მას არ აქვს წვდომა, რაღაცნაირად უნდა ვუშველოთ, არ გამოდის ასე. შეუძლებელია ეს განცხადება გააკეთოს ქვეყნის პრეზიდენტმა, რომელიც ჩართულია ამ პროცესებში. თუ მხოლოდ ერთ არხს უყურებს, მაშინ გასაგებია. [...]

თუ არ სჯერა ამ ქვეყნის, წარმატებები ვუსურვოთ კაცო, რატომ იმაშვება, და გავიდეს მაშინ, დავიღალეო თქვას და გავიდეს, თუ არ შეუძლია, საქართველოს გაუძღვეს ევროპული მომავლისკენ. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ დეკემბრის თვეში, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ კანდიდატის სტატუსს მივიღებთ, ვინც ამ ფერხულში არ მოგვყვება და საქართველოზე ასეთ რამეს იტყვის, არ არის, ჩემი აზრით, მისის ადგილი პოლიტიკაშია, ან ოპოზიციაში გადავიდეს.

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი პრეზიდენტზე. სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ქვეყნის რეპუტაცია შეილახა და ადგილი ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში გაურკვეველი გახდა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
  2. "ჩემს სახეზე ეს კვალი გაქრება, მაგრამ შენი სახიდან რუსეთის მონის კვალი ვერ ჩამოირეცხება" — სტუდენტის მიმართვა პრემიერ-მინისტრს
  3. რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
  4. სტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს
  5. როგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს

როცა ჩვენ გამჭვირვალობის კანონზე ვსაუბრობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის ქართველი ხალხის ინტერესიდან გამომდინარე კანონი.…