ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: თურქეთ-სირიის საზღვართან ორშაბათს დილით მომხდარ დამანგრეველ, 7,8-ბალიან მიწისძვრას, ბოლო მონაცემებით, 11 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

  • თურქეთისა და სირიის რამდენიმე ქალაქი თითქმის მთლიანად განადგურდა, ათასობით ადამიანი კი დაშავდა.
  • მოსალოდნელია, რომ ეს რიცხვი გაიზრდება, რადგან ნანგრევების გასუფთავება და სამაშველო სამუშოები ჯერ კიდევ გრძელდება.

დეტალები: პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტი თურქეთში მიწისძვრით დაზარალებულების დასახმარებლად საქველმოქმედო აქციას იწყებს.

  • "ყველა დეპუტატს მოგიწოდებთ, რომ ჩაერთოთ ამ საქველმოქმედო აქციაში. მე უკვე მივმართე ხაზინადართა საბჭოს, რომ დეკემბერში არასაპატიო მიზეზით გაცდენების გამო დეპუტატებისთვის დაქვითული თანხა ამ საქველმოქმედო აქციას მოხმარდეს", — თქვა მან.
  • პარლამენტის ინფორმაციით, უკვე გაიხსნა სპეციალური საბანკო ანგარიში, რომელზეც დეპუტატები და პარლამენტის აპარატის თანამშრომლები დაზარალებულებისთვის ფინანსურ დახმარებას შეაგროვებენ.
  • "მომზადდება შესაბამისი ჰუმანიტარული ტვირთი. დაზარალებულებისთვის აუცილებელი პროდუქტები და საყოფაცხოვრებო ნივთები თურქეთის რესპუბლიკაში უახლოეს მომავალში გაიგზავნება".