ამის შესახებ სოსო ჯანაშიამ მთავარ არხთან ესებუასთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ესებუა დღეს, 8 თებერვალს 2-წლიანი ძებნის შემდეგ დააკავეს.

  • მის წინააღმდეგ გამოძიება რამდენიმე, მათ შორის, ტერორიზმის მუხლით მიმდინარეობს — დანაშაულები 15 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავების ადგილიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები.

დეტალები: ადვოკატის განცხადებით, ესებუამ უთხრა, რომ საქართველოს ბანკში მომხდარ ძარცვასთან კავშირი არ აქვს.

  • კითხვაზე, რატომ მიიმალა, თუ დანაშაული არ ჩაუდენია, როგორც ჯანაშია ამბობს, დაკავებულმა განუმარტა, რომ როდესაც მედიაში მისი სახელი და გვარი გაჟღერდა, შეექმნა წარმოდგენა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.
  • "მას ჰქონდა განცდა, რომ თუ ხელში ჩაუვარდებოდა პოლიციას, მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა".
  • ადვოკატის თქმით, არ გამორიცხავს ესებუა ამ ხნის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთშიც იმყოფებოდა.
  • რაც შეეხება ნათესავის სახლში მიმალვას, ესებუა ამბობს, რომ ის მაშინ დააკავეს, როდესაც ჯიქიების სახლში მივიდა.