ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: თურქეთ-სირიის საზღვართან ორშაბათს დილით მომხდარ დამანგრეველ, 7,8-ბალიან მიწისძვრას, ბოლო მონაცემებით, 11 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

  • თურქეთისა და სირიის რამდენიმე ქალაქი თითქმის მთლიანად განადგურდა, ათასობით ადამიანი კი დაშავდა.
  • მოსალოდნელია, რომ დაღუპულთა რიცხვი ისევ გაიზრდება, რადგან სამაშველო სამუშოები ჯერ კიდევ გრძელდება.

დეტალები: და-ძმა ჩრდილოეთ სირიაში, სოფელ ჰარამში, თავიანთი სახლის ნანგრევებში მოყვა.

  • "გამიყვანე აქედან, მე ყველაფერს გავაკეთებ შენთვის. მე ვიქნები შენი მსახური", — ეუბნება პატარა გოგო მაშველებს ვიდეოში. მას მარიამი ჰქვია.
  • ვიდეოში, ასევე, ჩანს, რომ თავის ძმას სახეზე ხელს აფარებს, რათა მტვრისგან და ნამსხვრევებისგან დაიცვას.
  • მარიამის ძმა ილაფია. ბავშვების მამა ამბობს, რომ მისი სახელი ისლამურია და "დაცვას" ნიშნავს.
  • მუსტაფა ზუჰირ ალ-სეიდი იხსენებს, რომ მის ცოლსა და სამ შვილს ეძინა, როდესაც დედამიწა 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ შეარყია.
  • "ჩვენ ვიგრძენით, რომ მიწა ინჯღრეოდა. ნანგრევებმა ჩვენს თავზე ცვენა დაიწყო. ორ დღეს დავრჩით ნანგრევების ქვეშ. ჩვენ გავიარეთ განცდა, რომელსაც, იმედია, არავინ გამოცდის", — ამბობს მუსტაფა.