აუდიტორია 115-მა პარლამენტთან Birja Mafia-ს წევრების მხარდამჭერი აქცია გამართა
თბილისში, პარლამენტის შენობის მიმდებარედ, სტუდენტურმა მოძრაობა აუდიტორია 115-მა 8 ივნისს დაკავებული რეპერების მხარდასაჭერი აქცია გამართა.
"საქართველოში იცვლებიან მთავრობები, მაგრამ მკაცრი პოლიციური რეჟიმი უცვლელი რჩება. ქვეყანაში,რომელის მოსახლეობის უმრავლესობა სიღატაკეში ცხოვრობს და არ გააჩნია ღირსეული სამსახური, წესრიგის დამყარების ერთადერთი გზა არის ტოტალური პოლიციური კონტროლი.
ამ პირობებში ყველა მთავრობა პოლიციას ანიჭებს განსაკუთრებულ უფლებებს გააკონტროლოს თითოეული მოქალაქე. ბოლო ათწლეულების მანძილზე პოლიციურმა რეჟიმმა უამრავ ადამიანს დაუნგრია ცხოვრება", - აცხადებს აუდიტორია 115. სტუდენტური მოძრაობის თქმით, გასულ წელს დემურ სტურუას თვითმკვლელობის საქმე და ამ საქმეზე ბრალდებული პოლიციელის გამართლება ეს ფაქტი უნდა ყოფილიყო ბოლო წვეთი, რაც ასე არ მოხდა და პოლიციურმა რეჟიმმა ამით ისარგებლა.
"ამ ყველაფრის პარალელურად გუშინ პოლიციამ დააკავა ორი ახალგაზრდა, გიორგი ქებურია და მიშკა მგალობლიშვილი, რომელსაც ჩაუდეს ნარკოტიკი და ამ ადამიანებს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
პოლიციის ამგვარი მოქმედების მიზეზი იყო ორი ახალგაზრდის კლიპი,რომელშიც გაშარჟებულია პატრულის თანამშრომელი. დღეს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ მუშაობს რეპრესიული მანქანა,რომლისთვისაც არაფრად ღირს ადამიანის სიცოცხლე და თავისუფლება.
აქ და ახლა ჩვენ უნდა დავიწყოთ ბრძოლა იმ ადამიანების გადასარჩენად ვისაც წაართვეს თავისუფლება და მათთვის, ვისაც პოლიციური რეჟიმი უნგრევს მომავალს. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ სხვანაირად ცხოვრება შეიძლება", - აცხადებს აუდიტორია 115.
Birja Mafia-ს წევრებს, გიური ქებურიასა და მიშკა მგალობლიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. მათ სამართალდამცავები დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს შეძენა-შენახვას ედავებიან. რეპერების თქმით, მათ ნარკოტიკი ჩაუდეს და რეალურად, მათზე შური იმ კლიპის გამო იძიეს, სადაც პოლიციელი გააშარჟეს.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები