პრეზიდენტი ზელენსკი ვესტმინსტერის დარბაზში იმყოფება, სადაც პარლამენტის ერთობლივ სესიაზე სიტყვით გამოდის.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ეს ზელენსკის მეორე საგარეო ვიზიტია მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო.

  • სამხედრო ექსპერტების შეფასებით, მოკავშირეების თავშეკავება, მიაწოდონ უკრაინას F-16 მებრძოლები და შორ მანძილზე მოქმედი ATACMS რაკეტები, კიევს ეფექტური თავდაცვის განხორციელებასა და კონტრშეტევის დაწყებაში ხელს უშლის, რასაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება. სავარაუდოა, ზელენსკის ვიზიტი დიდ ბრიტანეთში ამ დახმარების მიღებას უკავშირდებოდეს.
  • "გაერთიანებული სამეფო იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც უკრაინას დაეხმარა. დღეს მე ვარ ლონდონში, რათა პირადად მადლობა გადავუხადო ბრიტანელ ხალხს მხარდაჭერისთვის და პრემიერ მინისტრ რიში სუნაკს მისი მმართველობისთვის," — განაცხადა ზელენსკიმ ქვეყანაში ჩასვლისას.
  • ბუკინგემის სასახლემ დაადასტურა, რომ უკრაინის პრეზიდენტს ასევე ექნება აუდიენცია მეფე ჩარლზ III-თან.

დეტალები: შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, რიში სუნაკი და ოპოზიციის ლიდერი, კირ სტრამერი.

  • "უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველივე წამებიდან დიდმა ბრიტანეთმა დახმარების ხელი გამოგვიწოდა. ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა მსოფლიომ კვლავ არ იცოდა, ამაზე რა რეაქცია ჰქონოდა", — განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრიბუნაზე ასვლისას.
  • რიში სუნაკის განცხადებით, გაერთიანებული სამეფო უკრაინას ბოლომდე დაუჭერს მხარს, რადგან ბრიტანეთი არის უკრაინის წამყვანი ევროპული მოკავშირე ნატოში.
  • სუნაკმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობა ჯანდაცვისა და სოციალური დახმარებისთვის უკრაინას დამატებით 14 მილიარდ ფუნტს გამოუყოფს.
  • მან ასევე გააჟღერა გაფართოებული სასწავლო პროგრამის დაწყება უკრაინელი ჯარისკაცებისთვის, ხოლო კიევისთვის უფრო დიდი დისტანციური იარაღის მიწოდების გადაწყვეტილება.
  • დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადა ახალი სანქციები კრემლის ელიტებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს სამხედრო აღჭურვილობით ამარაგებენ.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, იგი აფასებს დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, მაგრამ საჭიროა სანქციები მანამ გაგრძელდეს, სანამ კრემლი უკრაინასთან ომს ვეღარ დააფინანსებს.

  • "ეს იქნება თავისუფალი სამყაროს ახალი რეალობა", — დასძენს ის.
  • ზელენსკიმ განაცხადა, რომ მსოფლიოს სჭირდება ბრიტანეთის ლიდერობა ისე, როგორც როგორც მას სჭირდება უკრაინული სიმამაცე.

  • "საბრძოლო თვითმფრინავი უკრაინისთვის არის ფრთები თავისუფლებისთვის", — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა და დასავლელ მოკავშირეებს უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემისკენ მოუწოდა".