კიდევ ერთხელ ვიქეცი ეიჯიზმისა და მიზოგინიის სამიზნედ — მადონა
ლეგენდარული ამერიკელი მომღერლის, მადონას, კარიერას ყოველთვის თან სდევდა სკეპტიკოსების თავდასხმები, როცა მუსიკოსს მისი იმიჯის, დამოკიდებულებებისა და გაბედული ქმედებების გამო აკრიტიკებდნენ. მეტიც, ამბობდნენ, რომ წარმატებას იგი არა ნიჭით, არამედ "ეპატაჟით" უფრო აღწევდა. თუმცა, ეს ეპატაჟი, დიდწილად, სწორედაც რომ მადონას გამბედაობა იყო, რომელიც მიზოგინ კრიტიკოსებს ქალისთვის შეუფერებელ თვისებად მიაჩნდათ.
ამჯერად, 64 წლის მადონა კიდევ ერთხელ იქცა უსაფუძვლო კრიტიკის სამიზნედ. ინტერნეტსივრცეში პოპის დედოფალს გარეგნობა დაუწუნეს. მომღერალმა გრემის წლევანდელ დაჯილდოებაზე სემ სმიტის და კიმ პეტრასის დუეტი წარადგინა, თუმცა, მაყურებლებმა ყურადღება იმაზე გაამახვილეს, როგორ გამოიყურებოდა თავად მომღერალი. ამ გამოხმაურებას თავად მადონამაც უპასუხა ინსტაგრამზე.
"კიმ პეტრასისა და სემ სმიტის წარდგენა გრემის დაჯილდოებაზე ჩემთვის პატივი იყო. მინდოდა, ბოლო ჯილდო, წლის საუკეთესო ალბომისთვის, გამომეცხადებინა, თუმცა, ვიფიქრე, უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა, თუკი გრემიზე პირველ ტრანსგენდერ ქალ შემსრულებელს და ისტორიულ მომენტს წარვადგენდი. ამასთან, მან გრემიც მოიგო.
"იმის ნაცვლად, რომ ჩემი სიტყვის შინაარსზე გაემახვილებინათ ყურადღება, სადაც სემის და კიმის მსგავსი ხელოვანების შეუპოვრობაზე ვსაუბრობდი, ბევრმა ამჯობინა, ახლო კადრით გადაღებული ჩემი ფოტოები გაერჩია — პრესის ფოტოგრაფის გრძელლინზიანი კამერით გადაღებული სურათები, რომლებიც ნებისმიერის სახეს უცვლიდა ფორმას.
"კიდევ ერთხელ ვიქეცი იმ ეიჯიზმისა და მიზოგინიის სამიზნედ, რომლითაც სავსეა მსოფლიო. მსოფლიო, რომელიც 45 წლის ასაკს გადაცილებულ ქალებს ივიწყებს და მეტიც, მათ დასჯას საჭიროდ მიიჩნევს, თუკი ისინი კვლავაც შეუპოვრები, შრომის და თავგადასავლების მოყვარულები არიან.
"არასდროს მომიბოდიშებია ჩემი შემოქმედების ან იმის გამო, როგორ გამოვიყურები და რა მაცვია. ამას არც ახლა ვაპირებ. მედია ჩემი კარიერის დასაწყისიდანვე მაკნინებდა. თუმცა, მესმის, რომ ეს გამოცდაა. მიხარია, რომ გზას ვუკვალავ ქალებს, რომლებიც მას სამომავლოდ უფრო ადვილად გაივლიან.
"ბიონსეს სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩემს სულისკვეთებას ვერ გატეხთ.
"ერთი სული მაქვს, როგორ გავარღვევ ჩარჩოებს და დავუპირისპირდები პატრიარქატს კიდევ ბევრი წელი. ამ ყველაფერთან ერთად კი, ცხოვრებითაც ვისიამოვნებ".
აღსანიშნავია, რომ მადონას თავის სიტყვაში მადლობა გადაუხადა გრემის წლევანდელმა პრიზიორმა, კიმ პეტრასმაც. პეტრასმა ხაზი გაუსვა, როგორ უჭერდა პოპის დედოფალი მხარს ლგბტქ ადამიანების უფლებებს წლების განმავლობაში.
ავტობიოგრაფიული შინაარსის სიმღერაში Rebel Heart მადონა ამბობს, რომ მან "ნაკლებად პოპულარული გზა არჩია" და "ამას ძლივს გადაურჩა". თუმცა, გადარჩენასთან ერთად, მადონა მუსიკის ნამდვილ ლეგენდად იქცა, რომელმაც მსოფლიოში 300 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა და გზა გაუკვალა უამრავ ქალ შემსრულებელს. ამასთან, მომღერალმა ეპოქალური როლი შეასრულა უმცირესობებისა და მოწყვლადი ჯგუფების უფლებებისთვის ბრძოლაშიც.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს მადონა კიდევ ერთ მსოფლიო ტურნეს გამართავს და ასე აღნიშნავს თავის კარიერულ წარმატებას, რომელიც უკვე ოთხ ათწლეულს ითვლის.
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
კომენტარები